საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჭიროა სამართლებრივი დაახლოება, აღნიშნული ვალდებულება კი გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულებით:
„საქართველოს ამოცანაა, დაასრულოს სამართლებრივი დაახლოება. აღნიშნული ამოცანა გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას 2020 წლისთვის. ეს ეხება იმ სფეროებს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაშია გაწერილი. საქართველომ ამ მხრივ უკვე ბევრი გააკეთა. ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ საჭიროა ინტენსიური მუშაობა დარჩენილი პერიოდისთვის. 2020 წელი არცთუ ისე შორსაა. ევროკავშირი განაგრძობს ამ პროცესის მხარდაჭერას. ჩემი აზრით, სამართლებრივი დაახლოება ასოცირების ხელშეკრულების მთავარი ასპექტია.
ამავდროულად, უნდა აღვნიშნო, რომ მთავარია არა უბრალოდ ახალი კანონების მიღება, არამედ მათი განხორციელება. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები ის ფუნდამენტური პრინციპებია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საძირკველში დევს“, - დასძინა იანოშ ჰერმანმა.
მასალის გამოყენების პირობები






