„მივესალმებით ამ კონსტრუქციულ და საპასუხისმგებლო პოზიცას, რომელიც კავკასიაში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების რეალურ პერსპექტივას ხსნის, რაც რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებშია.
მოვუწოდებთ თბილისს, თავის მხრივ გამოავლინოს კონსტრუქციული დამოკიდებულება. ვგულისხმობთ პირველ რიგში იმ შეთანხმებას, რომელიც დადებულია 2011 სლის 9 ნოემბერს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის, ვაჭრობის მონიტორინგისა და საბაჟო ადმინინისტრირების მექანიზმის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. ამ შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის მალე დაწყება მნიშვნელოვანი წვლილი იქნებოდა რეგიონში საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში. სამწუხაროდ ქართული მხარე უკვე დიდი ხანია თავს არიდებს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული თავისი ვალდებულებების შესრულებას. იმემდი გვაქვს რომ ეს მიდგომა შეიცვლება“- აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
შეთანხმება, რომელზეც ლავროვის უწყების აკეთებს აქცენტს 2011 წელს იქნა მიღწეული რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში, საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დათანხმდა შვეიცარიის წინადადების სანაცლოდ, რომელიც როკსა და ფსოუზე მონიტორინგის განხორციელებას გულისხმობდა. საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთების გადაადგილების მონიტორინგს რუსეთ-საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე სწორედ შვეიცარიული კომპანია SGS განახორციელებს. კითხვები, რომელიც ამ პროცესთან დაკავშირებით ჩნდება, არის ის, თუ სად იქნება ამ კომპანიის საკონტროლო პუნქტები: რუსეთ-საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე თუ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრებზე? ოპოზიციის განცხადებით საქართველოს მთავრობის პასიურობის თუ შეგნებული ქმედებების გამო რუსეთმა შესაძლოა შეთანხმება თავისთავზე მოირგოს
მასალის გამოყენების პირობები






