"არჩევნების გაყალბების მცდელობა - ქართული ოცნება საფრთხეს გრძნობს და კოდექსს საკუთარ თავზე ირგებს"- ენმ
პოლიტიკა - 12:10, 07 Jun, 2017     1127
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მმართველ პოლიტიკური პარტიის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებას აპროტესტებს.

როგორც "ნიუპოსტს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შიშით საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესს ცვლის.

"ხელისუფლება ცდილობს საარჩევნო კოდექსი საკუთარ თავზე მოირგოს. საუბარია საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესზე. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ოპოზიციას შანსი უჩნდება, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრების საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ჰყავდეს და გარკვეულ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა მოახდინოს. ბუნებრივია ამ საფრთხეს ხედავს "ქართული ოცნება" და წარმოდგენილი აქვთ ცვლილებების პაკეტი, სადაც ოცნება კომისიებში უმრავლესობაში რჩება "- განუცხადა "ნიუპოსტს" ლევან ბეჟაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკითხზე არასამთავრობოებთან კონსულტაციის გამართვას გეგმავს. ბეჟაშვილი განმარტავს, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობის შედეგად შეეცდებიან კანონი ძალაში არ შევიდეს, რადგან საარჩევნო კომისიაში მმართველი ძალის წარმომადგენლების უმრავლესობაში ყოფნა არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას იძლევა.

"შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და გვექნება რეაგირება, რადგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ საარჩევნო კომისისების დაკომპლექტების წესის საკუთარ თავზე მორგება. შეიძლება ეს წარსულის ცუდი პრაქტიკა იყო, თუმცა ეს პრაქტიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში მკვეთრად გამოიკვეთა"- აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში პირდაპირ წერია, რომ თუ ფრაქციის წარმომადგენლობა არ აქვს საარჩევნო სუბიექტს ისინი საარჩევნო კომისიებში წევრებს ვერ დანიშნავენ.

"არადა დღეს მოქმედი კანონით ბარიერგადალახულ პარტიას აქვს უფლება დანიშნოს კომისიის წევრი, სწორედ ამას აუქმებს ქართული ოცნება - ათვლის წერტილი მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციის ყოლა და არჩევნებში მიღებული შედეგებზე მიბმა ხდება"- განმარტა უმცირესობის წევრმა.

საარჩევნო კოდექსში შესატან იმ ცვლილებას რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესს ეხება. სამოქალაქო სექტორიც აპროტესტებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრთა განცხადებით, ცვლილება ერთ კონკრეტულ პარტიაზე, მმართველ გუნდზეა მორგებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42