ომბუდსმენმა საზმაუს პროფკავშირის წევრზე განხორციელებული დისკრიმინაციიის გამო რეკომენდაციით მიმართა
პოლიტიკა - 12:30, 07 Jun, 2017     1045
საქართელოს სახალხო დამცველმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ რეკომენდაციით მიმართა. საქმე ეხება, პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით ლ.მ.-ის მიმართ პირდაპირ დისკრიმინაციას.

„ლ.მ. შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, 2014 წლიდან მუშაობდა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“. 2016 წლის მაისში განმცხადებელმა დააფუძნა პროფესიული კავშირი და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ ხშირად კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამდა საჯაროდ.

2017 წლის იანვრის ბოლოს, სხვა 12 თანამშრომლის მსგავსად, განმცხადებელთან ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, შრომითი ურთიერთობა მხოლოდ განმცხადებელთან არ გაგრძელდა, რის საფუძვლადაც მოპასუხემ ხელშეკრულების ვადის გასვლა დაასახელა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 13 თანამშრომელთაგან, ვისთანაც ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულებები დაიდო, მხოლოდ განმცხადებელი გათავისუფლდა, თავისთავად წარმოშობს არათანასწორი მოპყრობის ეჭვს, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, რომ განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი მასალები ადასტურებს მის აქტიურ საქმიანობას პროფესიულ კავშირში და განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირებას იმ პრობლემებზე, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელში დღემდე აქვს ადგილი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ რეკომენდაციით მიმართა, აღმოფხვრას ლ.მ.-ს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი სამუშაოზე აღდგენის გზით, ასევე, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით“- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42