უკრაინის თავდაცვის მინისტრი საქართველოში იმყოფება
პოლიტიკა - 11:35, 07 Jun, 2017     798
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი იმყოფება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულების ფონზე გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს. ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების გაძლიერების მნიშვნელობაზე გამახვილდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთება გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მშვიდობა და წესრიგი კვლავ დამყარდება. საქართველოს სახელით, ლევან იზორიამ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინაში დაგეგმილ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ორივე ქვეყნის სამხედროების ერთობლივ მონაწილეობას.

შეხვედრის დროს, ლევან იზორიამ ყურადღება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საქმიანობაზეც გაამახვილა და კოლეგას გამოცდილების გაზიარების მიზნით JTEC-ში უკრაინელი ექსპერტის მოვლინება შესთავაზა. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები კი, 2019 წელს JTEC-ში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. შეხვედრის დასასრულს კი, ლევან იზორიამ უკრაინელი კოლეგა საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილ ყოველწლიურ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციასა“ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე მოიწვია.

გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები შეაჯამეს და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრება და გმირთა მემორიალს გვირგვინით შემაკობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42