„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, როგორც ერთგულ პარტნიორს და ველოდებით საერთო ინტერესებსა და ღირებულებებში წინსვლას. ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებით მადლიერია იმ ქართველი ჯარისკაცების მსხვერპლის, რომლებიც ჩვენთან ერთად მსახურობენ ავღანეთში, თუ მსოფლიოს სხვა წერტილებში.
ჩვენ ერთად ვზეიმობთ საქართველოს წარმატებებს და ვგლოვობთ მათ, ვინც ტერორიზმთან ბრძოლას შეეწირა. საქართველო განაგრძობს სხვების ინსპირირებას საკუთარი ლიდერობით და ჩვენი საერთო დემოკრატიული პრინციპების ერთგულებით.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა კიდევ მრავალ წელს გაგრძელდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნებისთვის უფრო მეტ სტაბილურობასა და კეთილდღეობას მივაღწიოთ.
ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც მის არჩევანს - საკუთარი მომავალი დაუკავშიროს თავისუფალ ერებს“- აღნიშნულია რექს ტილერსონის სახელით გავრცელებულ მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






