აშშ-ის საელჩოს პოზიციის მიუხედავად, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი მანქანების ბაზრობა კვლავ გაიხსნა
პოლიტიკა - 23:10, 06 Jun, 2017     15413
ამერიკის საელჩოს პოზიციის მიუხედავად, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი მანქანების ბაზრობა კვლავ გაიხსნა.

როგორც „ვექტორისთვის“ გახდა ცნობილი, თავის დროზე საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობაზრობის დახურვა საელჩოს თხოვნით მოხდა, რასაც სააგენტოს მიერ მოპოვებული წერილი ადასტურებს.

წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს საელჩომ თხოვნით მიმართა თბილისის მერიას შეეზღუდათ საელჩოს ტერიტორიასთან ახლოს მოქმედი ბაზრობა 2007 წელს, ბოლო 10 წლის მანძილზე ქალაქი, საელჩოსთან ახლოს ბიზნესების და მშენებლობების რეგულაციებზე, დამოუკიდებენ გადაწყვეტილებებს იღებდა და საელჩოს თხოვდნენ წინააღმდეგობა არ გაეწია.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ დღეს სიტუაცია შეიცვალა და საელჩო არ ითხოვს ბაზრობის გაუქმებას, თუმცა ქალაქის არქიტექტურული სამსახურის მასალებიდან ირკვევა, რომ მეორადი ბაზრობების ტერიტორიაზე, არა მანქანების ბაზრობა, არამედ სავაჭრო პავილიონები უნდა ყოფილიყო.

საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტობაზრობის ტერიტორია მესაკუთრე შპს „დი ეს დი თეგეტას“ თბილისის არქიტექტურული სამსახურისგან მიღებული აქვს ნებართვა მე-4 კლასის პავილიონის მშენებლობაზე, მშენებლობის ვადა კი 2018 წლის 15 იანვრის ჩათვლით განისაზღვრება.

ანალოგიურად, გლდანი-დიღმის შემაერთებელ გზაზე გაცემულია ნებართვა მე-3 კლასის საგამოფენო დარბაზის მშენებლობაზე, რაზეც განმცხადებელს ასევე მიღებული აქვს ამერიკის საელჩოს თანხმობა, თუმცა საელჩოს წერილში ნათქვამია, რომ მისი თანხმობის გარეშე არ მოხდება პროექტის ფუნქციის შეცვლა ან გასხვისება.

“ვექტორი“ საკითხის გასარკვევად თბილისის ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ბაზრობების კანონიერებაზე ჯერ ვერ საუბრობენ და აცხადებენ რომ მოკვლევა მიმდინარეობს.

„საქმის წარმოება მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ არ არის. ჩართული არიან არქიტექტორები და წითელი ხაზების განყოფილება. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით“, - განუცხადეს „ვექტორს“ ზედამხედველობის სამსახურში.

მათივე თქმით, მოკვლევა სავარაუდოდ, ერთ კვირაში დასრულდება და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, არის თუ არა დარღვევა აღნიშნულ მისამართებზე მეორადი მანქანების ავტობაზრობების არსებობა კანონდარღვევა.

ზედამხეველობის უარყოფითი დასკვნა კი ალბათ ისევ რიგით მომხმარებლებს დააზარალებს, რომელმაც სხვადასხვა მიზეზის გამო, რუსთავის ბაზრობამდე ჩასვლას, თბილისში ამჯობინა მანქანის გაყიდვა. შეგახსენებთ, რომ რუსთავში უკვე წლებია ინფრასტრუქტურულად საკმაოდ მოწესრიგებული რუსთავის ბაზრობა არსებობს და სწორედ ქალაქი რუსთავი უნდა გამხდარიყო კავკასიაში ავტომობილების მთავარი სავაჭრო ცენტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42