საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიების ფინანსური აუდიტის კომპეტენცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნაცვლად ცენტრალური საარჩევნო კომისიას ან პარლამენტს გადაეცეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს დისკუსია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართა
„შეიძლება, სხვა ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე ვიფიქროთ. ეს შეიძლება პარლამენტი იყოს, რაც ჩემი აზრით, მიზანშეწონილი არ არის. ასევე ეს შეიძლება ცენტრალური საარჩევნო კომისია იყოს. სადღეისოდ პარტიების ფინანსური კონტროლი ეფექტურად არ ხორციელდება, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისას რა თანხებიც დაიხარჯა, იმის მხოლოდ 20% იყო დეკლარირებული. იმისათვის, რომ პარტიების სრული ფინანსური კონტროლი ზედმიწევნით განხორციელდეს, საჭიროა, გარკვეული რეპრესიული მექანიზმების ამოქმედება, რაც 2012 წლის პრაქტიკიდან ცუდად გვახსოვს - ამას თავისი ძალიან დიდი მინუსები აქვს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






