მოწვეული სტუმრების წინაშე წარსდგნენ ანსამბლი "მთიები" და ლიტვაში ქართული სათვისტომოს ანსაბლი „კახეთი“. სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ სპეციალურად ამ დღისთვის გამართული ფოტოგამოფენები "საქართველო-ლიტვის ისტორიული ურთიერთობები“, „ქართული დამწერლობა და ხელნაწერები“ და „50 ქალი საქართველოდან“. ასევე წარმოდგენილი იქნა ქართული ტიხრული მინანქრის მხატვარ-დიზაინერების ია ხიზანიშვილის და სოფი ეცადაშვილის მიერ საქართველოს თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები.
მიღებაზე დამსწრე სტუმრებს შორის იყვნენ ლიტვის სეიმის (პარლამენტის) სპიკერი, ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის და პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და სხვა საპატიო სტუმრები.
ღონისძიებაზე საელჩო სტუმრებს ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, ვილნიუსის ცენტრალურ გამზირზე, ლიტვის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის ფასადზე, გამოფენილ იქნა საქართველოს და ლიტვის დროშები. ღონისძიება სახელწოდებით - „ლიტვის და საქართველოს დროშები თავისუფლების გზაზე“ სიმბოლურად განასახიერებს ქართველი და ლიტველი ხალხის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.
მასალის გამოყენების პირობები






