აზერბაიჯანელ აქტივისტებს ბინადრობის ნებართვაზე უარს ეუბნებიან - საია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავს
პოლიტიკა - 17:27, 06 Jun, 2017     1325
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით ბოლო დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველო აზერბაიჯანელ პოლიტაქტივისტებს, ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს უარს ეუბნება ბინადრობის ნებართვის მიცემაზე. ამასთან დაკავშირებით საია განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოუწოდებს გადახედოს ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით არსებულ პრაქტიკას, ამასთანავე მზადყოფნას გამოთქვამს განაგრძოს იმ პირების სამართლებრივი დახმარება,რომელთაც დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი ბინადრობის ნებართვის მიღებაზე:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არაერთი წელია ახორციელებს იმ პირთა სამართლებრივ დახმარებას, რომელთაც ბინადრობის ნებართვის მიღებაზე დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი. საია-ს მიერ შესწავლილი საქმეებიდან იკვეთება, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ბინადრობის უფლების მინიჭებაზე უარს ძირითადად სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად პირის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემულ დასკვნას აფუძნებს. აღსანიშნავია, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემულიდასკვნა წარმოადგენს საიდუმლო დოკუმენტს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას გაეცნოს, ხოლო ბინადრობის ნებართვის მომთხოვნი პირი - გადაამოწმოს ან გააბათილოს დასკვნაში მოყვანილი არგუმენტები.

ამასთან,ე.წ. ,,უარყოფითი დასკვნის“ არსებობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უპირობოდ არ ართმევს უფლებას დადებითად გადაწყვიტოს ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხი, რადგან შესაძლოა, არსებობდეს სხვა გარემოებათა ერთობლიობა, რომლებიც უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას იძლევა. მიუხედავად ამ შესაძლებლობისა, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ,,უარყოფითი დასკვნა“ სააგენტოსათვის საკმარისი საფუძველია ბინადრობის ნებართვის მიღებაზე უარის სათქმელად, რაც ბინადრობის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოდ ფაქტობრივად კონტრდაზვერვის დეპარტამენტს აქცევს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ უარყოფითი დასკვნის პირობებშიც საკითხის სრულყოფილად შესწავლა მით უფრო მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით არაერთხელ დადასტურდა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული დასკვნები იყო დაუსაბუთებელი.

მაგალითისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კონტრდაზვერვის წერილის შეფასებისას მიუთითა, რომ ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენის წერილშიმოყვანილი არგუმენტები მათი დაუსაბუთებლობის გამო არ ქმნიდნენ საფუძველს, იმ დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ [აპელანტის] საქართველოში ცხოვრება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეუწონელია“. ამავე საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებული იყო გამოეკვლია კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმი, შეეფასებინა და შეეჯერებინა ყველა ფაქტობრივი მონაცემი, და ისე მიეღო გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

საია ადასტურებს, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, თუმცა, დაუშვებელია ბინადრობის ნებართვის მიცემაზე დაუსაბუთებლად, ჰიპოთეტურ საფრთხეებზე დაყრდნობით უარის თქმა. არსებული პრაქტიკის ფონზე, საია მოუწოდებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბინადრობის ნებართვის მინიჭებისას იმოქმედოს კანონის შესაბამისად და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის პირობებშიც, შეაფასოს საქმეში არსებული სხვა გარემოებები, რომელთა ერთობლიობამ შესაძლოა გადაწონოს უარყოფითი დასკვნა.

საია ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, განაგრძოს იმ პირების სამართლებრივი დახმარება,რომელთაც დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი ბინადრობის ნებართვის მიღებაზე.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42