პარლამენტში ევროკავშირის ელჩთან, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან და აშშ-ის ელჩის მოადგილესთან შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 16:14, 06 Jun, 2017     911
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, უილიამ ლაჰიუსთან და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან, ნიკოლას ბერლინერთან გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, კერძოდ კი, სახელმწიფოს თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თავის ახალი რედაქცია განიხილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს, ასევე, გათვალისწინებული ცვლილებების არგუმენტები გააცნო.

ევროკავშირის ელჩის, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელისა და აშშ-ის ელჩის მოადგილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების აქტიური მხარდაჭერა გაგრძელდება.

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოკავშირეების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და რჩევები საპარლამენტო განხილვების დროს გათვალისწინებული იქნება.

„განვიხილეთ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის კონკრეტული თავი, რომელიც სახელმწიფო თავდაცვას და უსაფრთხოებას ეხება. განვიხილეთ ის ცვლილებები, მოდელი, რომელიც კონსტიტუციის ახალ რედაქციაში თავდაცვისუნარიანობისთვის არის შემოთავაზებული. ჩვენთვის პარტნიორების და მოკავშირეების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, ამ შეხვედრას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ის მოსაზრებები და რჩევები, რომელიც ექნებათ ჩვენს მოკავშირეებს, გათვალისწინებული იქნება საპარლამენტო განხილვების დროს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42