საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან მიმართებით ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ გააცნო. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ ამ სამწუხარო ფაქტმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალა:
„ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ჟურნალისტებს დევნიან, ადამიანებს იტაცებენ და ადამიანის უფლებები დაუცველია. ამასთანავე, ეს არის ის მაღალი სტანდარტი, რომლითაც სახელმწიფომ უნდა იფუნქციონიროს. დღეს ჩვენ ყველანი - ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, ვიმყოფებით ამ შელახული იმიჯის დაძლევის კრიზისულ ეტაპზე და რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება პროცესი, რაც უფრო ხშირად მოისმენს საზოგადოება არაადეკვატურ კომენტარებს, მით უფრო საზიანოა ეს ქვეყნისთვის. ყოველი დღე, რომელიც პასუხს არ სცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს , კიდევ უფრო მეტად აყენებს ზიანს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






