,,1810 წელს საქმეს ისეთი პირი უჩანდა რომ ნაპოლეონი სამუდამოდ დარჩებოდა ევროპის მბრძანებლად.
1980 წელს საქმეს ისეთი პირი უჩანდა რომ საბჭოთა კავშირი მუდმივად იარსებებდა.
2010 წელს სააკაშვილი დაუმარცხებელი ჩანდა...
...ფარცხალაძე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი - ეს სისტემური კრიზისის მხოლოდ პირველი ნიშნებია იმ პოლიტიკური ძალისათვის რომელსაც თავი ასევე შეუცვლელი ჰგონია.
...ნაპოლეონს მთელი ევროპა დამარცხებული ჰყავდა და ცოლად ავსტრიის პრინცესა ესვა, რაც იმას ნიშნავდა რომ მისი შვილი უკვე ყველა გაგებით ლეგიტიმური მონარქი იქნებოდა. საფრანგეთს წინააღმდეგობას მხოლოდ ინგლისი უწევდა და ბლოკადის გამო ისიც სუსტდებოდა.
საბჭოთა კავშირს ყველაზე ძლიერი შეირაღებული ძალები და სპეცსამსახურები ჰყავდა. იმ წელს ოლიმპიადას მასპინძლობდა და მოსახლეობა ბრეჟნევისეული კარგი ცხოვრებით ტკბებოდა.
სააკაშვილს რუსეთთან ომი და უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი ჰქონდა გამოვლილი და ამის შემდეგ წარმოუდგენელი იყო იგი ვის უნდა დაემარცხებინა...“ - წერს შარაშენიძე ფეისბუქის გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






