უმრავლლესობის გასვლითი სხდომა მუხრანში - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ შეხვედრაზე დაფიქსირდა აზრი, პრეზიდენტის 2018 წელს არაპირდაპირი წესით არჩევის თაობაზე. ამის შესახებ მდინარაძემ კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა:
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მუხრანში გამართულ უმრავლესობის შეხვედრაზე დაფიქსირდა აზრი, პრეზიდენტის 2018 წელს არაპირდაპირი წესით არჩევის თაობაზე, აღნიშნული საკითხი უმრავლესობაში კიდევ ერთხელ იქნება განხილვის საგანი. კონკრეტულ პირებზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ეს აზრი სხვადასხვა ადამიანების მხრიდანაც გახმოვანდა. არგუმენტი იყო ის, რომ როდესაც კომპრომისს აზრი ეკარგება, მაშინ შესაძლებელია პირდაპირ გადავიდეთ იმ სისტემაზე, რაც არის სწორი, კლასიკური გაგებით საპარლამენტო მოდელისათვის. საკითხი უმრავლესობაში კიდევ იქნება განხილვის საგანი”, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






