„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, ცვლილებების პაკეტი მთავრობამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს გუშინ წარუდგინა. ცვლილების თანახმად, საჯარო მოხელისთვის კლასის მინიჭება მხოლოდ შეფასების შედეგების გათვალისწინებით მოხდება.
„კლასის მინიჭება სრულად დამოკიდებულია შეფასებაზე და შემთხვევა არ არსებობს და გაუმართლებელიც იქნებოდა, კლასის მინიჭების საფუძვლად ცალკე სტაჟი რომ გვევლინებოდეს. ამდენად, სტაჟის მიუხედავად, იმისათვის, რომ მოხელემ მომდევნო კლასში გადაინაცვლოს, აუცილებელია, მისი შეფასება მოხდეს, რაც თავისთავად აზრს უკარგავდა კანონში არსებულ დათქმას, რომელიც ასევე მითითებას სტაჟზე აკეთებდა“, - აღნიშნულია კანონპროექტში.
შესაბამისი რეგულაციები 2017 წლის პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.
პროექტით, სიახლეს წარმოადგენს სერტიფიცირების ვალდებულების გაუქმება იმ პირების მიმართ, რომლებსაც უმაღლესი განათლება გააჩნიათ ან/და დიდი რაოდენობით ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ასევე, ცვლილებებით, სერტიფიცირების ელექტრონულად ჩატარების ვალდებულება განისაზღვრება.
მასალის გამოყენების პირობები






