"28 მაისს სამართალდამცავი ორგანოების მიერ საკონსულოს მიეწოდა ინფორმაცია ალუდა ლიპარტელიანის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, პიროვნება გარდაიცვალა დაახლოებით თვენახევრის წინ, რაც ემთხვევა მისი გაუჩინარების თარიღს.
ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს საკონსულო ქალაქ ბარსელონაში ოჯახის წევრებთან კოორდინაციით დაუკავშირდა დამკრძალავ ბიუროს ალუდა ლიპარტელიანის ცხედრის საქართველოში გადასვენების პროცესის დაწყების მიზნით. სამწუხაროდ, დამკრძალავი ბიუროს ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედრის მდგომარეობის გამო, რასაც მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, ამ ეტაპზე გარდაცვლილის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი პროცედურების ჩატარება ვერ ხერხდება. კერძოდ ცხედარზე არ ზემოქმედებს არც ერთი სპეციალური საშუალება. შესაბამისად, უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის გარეშე, ესპანური მხარე არ იძლევა თანხმობას, რათა განხორციელდეს ცხედრის ტრანსპორტირება საჰაერო გზით.
ამ ეტაპზე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით და საქართველოს საკონსულოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების მიზნით ალტერნატიული გზების ძიება", - ნათქვამია განცხადებაში.
ალუდა ლიპარტელიანი 33 წლის იყო, ის ესპანეთში დაახლოებით 10 წელი ცხოვრობდა და მშენებლობაზე მუშაობდა. ოჯახის ინფორმაციით, ის 12 აპრილს გაუჩინარდა, 35-დღიანი ძებნის შემდეგ კი ქალაქ ჟირონას ტყეში, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ესპანელი სამართალდამცველების ცნობით, წინასწარი ინფორმაციით მან თავი ჩამოიხრჩო, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს.
ალუდა ლიპარტელიანის ოჯახის წევრებმა გუშინ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ლიპარტელიანის ახლობლები პრემიერს მოუწოდებდნენ დიპლომატების დახმარებით ესპანური მხარე ცხედრის გადმოსვენებაზე დაეთანხმებინა, გადმოსვენების ხარჯებს კი თავად აანაზღაურებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






