საქართველოს პარლამენტმა ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო
პოლიტიკა - 09:58, 06 Jun, 2017     995

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ შეიმუშავა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტი ინიცირებული იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისად ქვეყანამ ევროკანონმდებლობასთან ჰარმონიზების ვალდებულება აიღო.

გარემოს დაცვის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში სწორი გარემოსდაცვითი მმართველობის ჩამოყალიბება და გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემის სრულყოფა.

მიღებული კოდექსი გარემოსდაცვითი შეფასების საკითხებს სრულიად ახლებურად არეგულირებს, კერძოდ:

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომელმაც ჩაანაცვლა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, გამოეყო მშენებლობის ნებართვას, თუმცა, ამავდროულად, საქმიანობის განმახორციელებელს მიენიჭა უფლება პარალელურ რეჟიმში გაიაროს მშენებლობის ნებართვის პროცედურები.

გაიზარდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობები და განხორციელედა მათი რანჟირება მასშტაბებისა და ზემოქმედების ხარისხის მიხედვით;

შემოღებულ იქნა სკრინინგის პროცედურა, რაც შესაძლებლობას მისცემს საქმიანობის განმახორციელებელს დროულად აღიქვას პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები.

დაინერგა სკოპინგის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისათვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გზშ-ის ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს.

ჩამოყალიბდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ეფექტიანი მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობის მაღალ სტანდარტებს, გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. ამასთანავე, დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის ვალდებულება საქმიანობის განმახორციელებლის ნაცვლად დაეკისრა სამინისტროს, რაც გაზრდის საზოგადოების ჩართულობის ეფექტიანობას და შეამცირებს საქმიანობის განმახორციელებლის ხარჯებს;

დაინერგა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სიტემა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სექტორების დაგეგმარების პროცესში გარემოსდაცვითი, სოციალური და ჯანდაცვის ასპექტების გათვალისწინებას;

შემოღებულ იქნა ტრანსსასაზღვრო გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა, რაც გულისხმობს პროექტის განმახორციელებელ და მოსალოდნელ ზემოქმედებას დაქვემდებარებულ სახელმწიფოს შორის კომუნიკაციას და კონსულტაციებს და უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

კოდექსი სრულად ჰარმონიზებულია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან, აგრეთვე მაქსიმალურად არის მორგებული ქვეყნის საკანონმდებლო სივრცესა და რეალობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42