,,ამოცანა არის სასამართლო სისტემის შეცვლა რადიკალური საკადრო გადაწყვეტილებების გარეშე“ - კობახიძე
პოლიტიკა - 22:06, 05 Jun, 2017     1477
სასამართლო სისტემის შეცვლაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სისტემის რეფორმირებას საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით რადიკალური ცლილებები არ სჭირდება.

„ამოცანა არის სისტემის შეცვლა რადიკალური საკადრო გადაწყვეტილებების გარეშე. ამ გზას მიმართეს თავის დროზე სხვა ქვეყნებმაც. გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ არ შეეხნენ მოხელეებს და მოსამართლეთა დიდ ნაწილს. ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რადგან როცა საქმე ეხება მოსამართლეს, მას უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა უმწიკვლო რეპუტაცია, თუმცა ჩვენ ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დაგვაყენა იმ ცხრაწლიანმა რეჟიმმა, რომელიც იყო საქართველოში ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ზოგადად, სასამართლოში იყო სისტემური პრობლემა 9 წლის განმავლობაში. ამ სისტემური პრობლემის მსხვერპლი აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, მოსამართლეებიც და მათ უმეტესობას უწევდა შეხება ისეთ საქმეებთან, რომელთან დაკავშირებითაც კონკრეტული კითხვის ნიშნები არსებობდა.

„აქ ჩვენ შეგვეძლო წავსულიყავით 2 ალტერნატიული გზით: ერთი იყო სრული წმენდა სასამართლო კორპუსში, თუმცა ამას ჰქონდა თავისი ნეგატიური მხარეები, მეორე გზა იყო სისტემის შეცვლა და არა სასამართლო კორპუსის. საბოლოო ჯამში, რამდენიმე წლის წინ, როცა შეიცვალა ხელისუფლება გადაწყვეტილება იქნა მიღებული მეორე მიმართულებით, კერძოდ, არ მოხდა სრული წმენდა სასამართლო კორპუსში, შესაბამისად სასამართლო სისტემაში რჩებიან მოსამართლეები, რომლებსაც მონაწილეობა მიღებული აქვთ ძალიან პრობლემური საქმეების განხილვაში, თუმცა ეს იყო, კიდევ ერთხელ, სისტემური გადაწყვეტილება. ტოტალური საკადრო წმენდა სასამართლოში არ განხორციელდა და ეს არჩევანი თავისთავად გულისხმობდა იმას, რომ სასამართლო კორპუსში დარჩებოდნენ ის მოსამართლეებიც, რომლებსაც ძალიან პრობლემურ საქმეებში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული. იყო ძალიან სერიოზული დილემა, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება იქნა მიღებული მეორე ალტერნატივის სასარგებლოდ თავისი მინუსების და პლუსების გათვალისწინებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42