ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ დასუფთავების აქცია გამართა
პოლიტიკა - 18:42, 05 Jun, 2017     1076
დღეს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ ქუთაისში, სალოკომოტივო დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გამართა.ასოციაციის მიერ ქუთაისის სალოკომოტივო დეპოს ტერიტორია სპეციალურად იქნა შერჩეული. 140 წლის წინ, 1877 წელს რკინიგზის ,,რიონი - ქუთაისის“ განშტოების მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისი რკინიგზის ცენტრალურ მაგისტრალს შეუერთდა და შესაძლებელი გახდა ქუთაისიდან მატარებლით მგზავრობა. შესაბამისად, დღეს გამართული დასუფთავების აქცია, ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ აღნიშნულ საიუბილეო თარიღს მიუძღვნა. 5 ივნისი კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ გარემოს დაცვის დღედ 1972 წლიდან გამოაცხადა. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია წელს პირველად შეუერთდა.რკინიგზელთა ასოციაციის აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართული სალოკომოტივო დეპოს თანამშრომლები. რკინიგზელებს გარემოსდაცვით სამუშაოებში საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის ,,GR Logistic & Transit”-ის თანამშრომლებიც ეხმარებოდნენ. საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით აქციაში ქუთაისის ა(ა)იპ ,,სპეციალური სერვისები“-ს სამსახური ჩაერთო.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია 2012 წელს დაარსდა და მისი უმთავრესი მიზანი რკინიგზის სექტორის განვითარება და პოპულარიზაცია იყო. დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციამ, საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის ხელშეწყობით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ასოციაციის ინიციატივითა და ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ ხელშეწყობით ტექნიკური უნივერსიტეტის სარკინიგზო მიმართულების წარჩინებული სტუდენტები სტიპენდიას იღებენ, ხოლო მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სწავლის საფასური 50 % ფინანსდება. გასულ წელს ,,სარა“-მ საქართველოს რკინიგზასთან ერთად, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, სარკინიგზო სასწავლო ლაბორატორია დააარსა. ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის პრიორიტეტი საგანმანათელბო პროექტებია, თუმცა, აქტიურად მართავს სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებსაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42