უშიშროების საბჭოს აპარატი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე დასკვნით კომუნიკეს ავრცელებს
ეროვნული უშიშროების საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე, თბილისის სტრატეგიული დისკუსიების ფარგლებში მიღებული დასკვნითი კომუნიკე გამოქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 15 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო რეფორმის მიზნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე. 5 მაისს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი გატანილ იქნა საყოველთაო-სახალხო განხილვაზე. ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური ცვლილებები არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა განხილული ამ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ ექსპერტებთან, ასევე სტრატეგიული მოკავშირეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; აღნიშნული თემატიკა არც საყოველთაო სახალხო დისკუსიების დროს განხილულა. შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე შესაძლო ზეგავლენის განსახილველად საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა “თბილისის სტრატეგიული დისკუსიების” ფორმატში გამართა საკონსულტაციო შეხვედრები უსაფრთხოების სფეროს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებთან. განხილვების სერიის შედეგად გამოიკვეთა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები შეშფოთებულნი არიან ინიცირებული ცვლილებების პროექტით. პრეზიდენტის მიერ ინიცირებულმა საჯარო შეხვედრების სერიამ „კონსტიტუცია ყველასია“ აგრეთვე დაადასტურა, რომ პროექტი შემდგომ დამუშავებას მოითხოვს და აუცილებელია ფართო საზოგადოებრივი კონსესუსი აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
“თბილისის სტრატეგიული დისკუსიების” მონაწილეების საერთო აზრით:
საქართველოს ეროვნული უშიშროების სფეროში არსებული ვითარება, რომელიც დღესაც ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით, შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემთხვევაში არამც თუ არ გაუმჯობესდება, არამედ გახდება უფრო მოწყვლადი და ნაკლებ ეფექტიანი, რადგან კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტი მკაფიოდ ვერ აყალიბებს უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის, დაგეგმვის, აღსრულებისა და აღსრულებაზე ზედამხედველობის სრულფასოვან და გამართულ სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ სისტემას. ასევე, უგულვებელყოფს უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლის ფუნდამენტურ პრინციპებს. შედეგად, აღნიშნული ცვლილებების მიღება უარყოფითად აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობასა და მდგრადობაზე, დაასუსტებს სამოქალაქო-დემოკრატიულ კონტროლს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს, ანუ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების მუდმივმოქმედი საკოორდინაციო ორგანოს კონსტიტუციიდან ამოღება, აუქმებს რეალურ დროში და განგრძობითად ეროვნულ დონეზე საკვანძო თანამდებობის პირების, მათ შორის უმაღლესი მთავარსარდლის თანამონაწილეობით უსაფრთხოების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების/რეკომენდაციების შემუშავების შესაძლებლობას. შესაბამისად, უქმდება ინსტიტუტი, რომელიც სხვა ფუნქციებს შორის, საფრთხეების პრევენციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.
რეკომენდაციები მიდგომებზე:
იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ზემოაღნიშნული საფრთხეები და, საპირისპიროდ, მივიღოთ უფრო მდგრადი, მედეგი და ქმედუნარიანი ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, დაცული უნდა იქნას შემდეგი ამოსავალი მიდგომები: კონსტიტუციამ ნათლად და არაორაზროვნად უნდა განსაზღვროს უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების, აღსრულებისა და მასზე ზედამხედველობის მუდმივმოქმედი ინსტიტუციური სისტემა, ასევე კრიზისული და საგანგებო ვითარებების მართვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს საფუძვლები;
უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ნორმები უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არსებული სისტემის და ხარვეზების გაანალიზების, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ნატოს პრიციპებთან თავსებადობის გათვალისწინებით;
უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხოების სისტემაზე (სამხედრო ძალები, პოლიცია, სპეციალური სამსახურები) ქმედითი სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლი;
ეროვნული უსაფრთხოების სისტემა შესაბამისობაში უნდა იყოს ჰიბრიდულ საფრთხეებთან და გამოწვევებთან, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მილიტარიზაციის შედეგად წარმოქნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად, რაც უსაფრთხოების სისტემის მუდმივმოქმედ კოორდინაციას მოითხოვს;
ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვის ორგანიზაციის და სამხედრო აღმშენებლობის პოლიტიკის ფორმირება და სტრატეგიული დაგეგმარება უნდა ხდებოდეს ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობით, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე; ინსტიტუციურად, ამის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა მუდმივმოქმედი საკონსტიტუციო ორგანო - ეროვნული უშიშროების საბჭო, რომლის ფუნქციები და საქმიანობის წესი ორგანული კანონით უნდა იყოს განსაზღვრული; ის უნდა უზრუნველყოფდეს თანამონაწილეობის პრინციპს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების, კოორდინაციის და განხორციელებაზე ზედამხედველობის კუთხით, როგორც მშვიდობიანობის, ასევე კრიზისული თუ საომარი მდგომარეობების დროს;
ერთმნიშვნელოვნად უნდა განისაზღვროს ქვეყნის თავდაცვისათვის განკუთვნილი ძალების ტიპი. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამხედრო ძალებზე სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლი. ქვეყანას უნდა ყავდეს ერთი და ერთიანი შეიარაღებული ძალები, ხოლო მისი მოქმედების წესები და რეჟიმები, დემოკრატიული კონტროლის პრინციპების სრული დაცვით მკაფიოდ უნდა გაიწეროს ქვეყნის უზენაეს კანონში;
უნდა გამოიკვეთოს უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების მკაფიო კონსტიტუციური მექანიზმები, გამოირიცხოს პარალელიზმი და ფუნქციების დუბლირება;
საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიამ დაგვანახა პარტიული პოლიტიკის მიღმა მყოფი ნეიტრალური და მაღალი დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტის ინსტიტუტის საჭიროება, რომელმაც, სხვა ამოცანებთან ერთად, უნდა უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემისა და პროცესის მდგრადობა.
რეკომენდაციები შემდგომი ქმედებების თაობაზე: იმის გათვალისწინებით, რომ პროცესის სათანადოდ წარმართვის შემთხვევაში, კონსტიტუციის ცვლილება იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მართვისა და კონტროლის კონსტიტუციური მოდელი აბსოლუტურ შესაბამისობაში მოვიყვანოთ ჩვენს სახელმწიფოებრივ ამოცანებთან - საქართველო გახდეს ნატოსა და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო - აუცილებელია:
ძირფესვიანი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისათვის გამოყოფილი ვადების გადასინჯვა და ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა მაღალი ლეგიტიმაციის მდგრადი უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად;
ფორსირებული რეჟიმში ცვლილებების განხორციელების საპირისპიროდ, პროცესის წარმართვა ამ სფეროს ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების უშუალო ჩართულობით, საფრთხეებისა და თანამედროვე გამოწვევების გაანაზილებისა და ნატოს უსაფრთხოების სისტემასთან სრული თავსებადობის გრძელვადიანი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“, - ნათქვამია კომუნიკეში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა