ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, ფარცხალაძეს პოზიციების ნელ-ნელა დათმობა უწევს ამიტომ ის თავისი გავლენების პროკურატურაში შენარჩუნებას ცდილობს:
„ბადაშვილის გადაყვანა მთავარ პროკურატურაში ნიშნავს იმას, რომ ფარცხალაძეს ბიძინა ნამდვილად შემოსწყრა და მას პოზიციების ნელ-ნელა დათმობა მოუწევს. მე, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ასე ვუყურებ ამ საკითხს. ის აკონტროლებს მთავარ პროკურატურას, აკონტროლებდა ფინანსურ სამსახურს ფინანსთა სამინისტროში და ახლა მისთვის ეს წრე ვიწროვდება და ბადაშვილი გადაჰყავთ სწორედ მთავარ პროკურატურაში, სადაც ფარცხალაძის გავლენები შენარჩუნებულია.“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, აკაკი მინაშვილი, აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძე ქართული ოცნების სახეა, რომელიც საკუთარი წრის დაბინავებას ცდილობს.
„ეს არის ბრძოლა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ, როდესაც ფარცხალაძეზე არის დამყარებული მთელი სახელმწიფო სისტემა,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






