მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ძალოვან უწყებაში ცვლილებები დაგეგმილია, თუმცაამ ეტაპზე მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.
„ეს ცვლილებები იქნება მხოლოდ კარგი დინამიკის მიზნით მიღებული. გარკვეული ცვლილებები შეეხება იმ ადამიანებს, ვინც, ბუნებრივია, მუშაობს ამ თანამდებობებზე, კონკრეტულად ვინ რა პოზიციას დაიკავებს, ამაზე ვერ გეტყვით ვერაფერს იმიტომ, რომ არ ვიცი. ვიცი ის, რომ გიორგი ბადაშვილთან დაკავშირებით, არის პოზიცია, რომ ის გარკვეულ პოზიციაზე ძალოვან სტრუქტურაში იქნება წარდგენილი,“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, უკავშირდება თუ არა ძალოვან უწყებაში ცვლილებები ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას, ინციდენტს რაც უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ გამორიცხა.
„არანაირი ფარცხალაძის გავლენა არც პროკურატურაში და მითუმეტეს, იმ უწყებაში, საიდანაც ბადაშვილი შესაძლოა, გადმოვიდეს პროკურატურაში, არ არსებობს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანლემა გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ბადაშვილი მთავარ პროკურატურაში გააგრძელებს მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები






