საქმე ეხება მამუკა ახვლედიანის მიერ პოსტკრიპტუმისთვის მიცემულ სკანდალურ ინტერვიუს, სადაც ახვლედიანი ამბობს, რომ ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონე, ზაზა ართმელიძე, მისი ნათესავი იყო და მას მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მტკიცებულებების გარეშე ზეწოლის განხორციელების მიზნით, პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლის განცხადებით, მამუკა ახვლედიანმა მას საქმის მსვლელობისას თავად დაურეკა და სთხოვა, ზაზა ართმელიძისთვის არასაპატიმრო ღონისძიება შეეფარდებინა.
„მამუკა ახვლედიანი უავტორიტეტო სასამართლოს თავმჯდომარე იყო, ეს იყო ადამიანი, რომლის სიტყვასაც, მე პირადად დავით მამისეუშვილი ვთვლიდი, რომ არ იყო ნათქვამი ადამიანის მიერ, ვისაც შეიძლება პატივს ვცემდე, ან ვინც შეიძლება დამიკავშირდეს კონკრეტულ საქმეზე და რაიმე მითხრას, ის იყო ტიპიური უღირსი ადამიანი, რომელსაც მოსამართლეების თვალწინ ვუწოდე ნაძირალა, მან პასუხი ვერ გამცა და ის მოსამართლეთა ასოციაციის შეკრებასაც ვერ დაესწრო. მან იცოდა, რომ სწორედ მისი ორგანიზებული იყო ჩემზე თავდასხმა. იმ ტერიტორიაზე, სადაც მე მოქალაქეები თავს დამესხნენ, მამუკა ახვლედიანის ნებართვის გარეშე ვერავინ შემოვიდოდა. მამუკა ახვლედიანი ჩემთვის არ არის ის ადამიანი, რომლის ზართან დაკავშირებით მე შეიძლება ვინმე ჩამეყენებია საქმის კურსში, მე არ ვთვლიდი საჭიროდ, რომ მის ზართან დაკავშრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმირება უნდა მომეხდინა, მას მე ვუპასუხე, რომ მასალები ჯერ სასამართლოში შემოსული არ იყო, შესაბამისად, ჩემითვის უცნობი იყო თუ რა სახის გადაწყვეტილებას მივიღებდი“, - აცხადებს დავით მამისეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






