ტრანსგენდერ ქალს „Maxim“-ის მძღოლმა ტაქსით მომსახურებაზე უარი უთხრა - ომბუდსმენი კომპანიას რეკომენდაციით მიმართავს
პოლიტიკა - 13:49, 05 Jun, 2017     11465
2017 წლის 31 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველმა ტაქსის მძღოლ გ.გ.-სა და ტაქსის კომპანია „Maxim“-ს (შპს „ტექნოკომი“) გენდერული იდენტობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. როგორც სახალხო დამცველის აპარატში განმარტავებ, საქმე ეხება ტრანსგენდერი ქალისთვის ტაქსით მომსახურებაზე უარის თქმას. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ წარმოადგენდა.

განსახილველ საქმესთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებისას, სახალხო დამცველი დაეყრდნო არამხოლოდ საქმეში არსებულ მასალებსა და მოპასუხე ტაქსის მძღოლთან გასაუბრების შედეგებს, არამედ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ლგბტ თემი საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია და ისინი ძალიან ხშირად აწყდებიან დაბრკოლებას მომსახურების მიღების პროცესში.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა შპს „ტექნოკომის“ პასუხისმგებლობის საკითხსაც და აღნიშნა, რომ ტაქსის კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ კომპანიის მიერ საჯაროდ შეთავაზებული სერვისით ჯეროვანი სარგებლობა თანასწორად შეძლოს ყველა ადამიანმა. ამასთან, შპს „ტექნოკომის“ მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა მომავალში შესაძლოა საფუძვლად დაედოს დისკრიმინაციის წახალისებას.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით ტაქსის მძღოლს გ.გ.-ს მოუწოდა, რომ ტაქსის მომსახურების გაწევისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი და მოემსახუროს მგზავრებს მათი გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა მახასიათებლის მიუხედავად. შპს „ტექნოკომს“ კი მიმართა, შეიმუშავოს შინაგანაწესი/შიდა რეგულაცია, სადაც განსაზღვრული იქნება კომპანიის ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკა კლიენტების მომსახურებისას და ასევე, ტაქსი „Maxim“-ის ვებ-გვერდზე დაამატოს პარამეტრი, რომელიც „Maxim“-ში გაწევრიანებისას მძღოლებს მიაწვდის ინფორმაციას კომპანიის ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის შესახებ, რომელზე თანხმობაც მძღოლების კომპანიაში გაწევრიანების წინაპირობა იქნება.

იხილეთ რეკომენდაციის ელექტრონული ვერსია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42