კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).
აღსანიშნავი როლებია: ადამი („ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია („გუშინდელნი”), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა”), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო”), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე”), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III”), კენტი („მეფე ლირი”), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე”), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”) და სხვ.
საქვეყნოდ ცნობილია მისი და მისი მეუღლის, მსახიობ ბელა მირიანაშვილის სიყვარულის ამბავი.
მძიმედ ავადმყოფი ბელა 1992 წლის 27 აგვისტოს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კახი კავსაძემ სხვასთან ცხოვრება ვერ შეძლო და ბოლომდე მარტო დარჩა…1981 წელს კახის მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
კახი კავსაძე დღემდე განაგრძობს სამსახიობო მოღვაწეობას.
მასალის გამოყენების პირობები






