გიორგი მღებრიშვილი საზღვარგარეთ წარგზავნილ საქართველოს პოლიციის ატაშეებს შეხვდა
პოლიტიკა - 10:54, 05 Jun, 2017     1932

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს შსს-ს მიერ სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილ პოლიციის 12 ატაშეს შეხვდა და საგანგებო თათბირი გამართა.

ატაშეებმა მინისტრის გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ანგარიში ჩააბარეს და დავალებები მიიღეს. შეხვედრაზე შს მინისტრმა ხაზი გაუსვა ეფექტური საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განხორციელებისთვის პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის მნიშვნელობას. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის შემდგომ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში წარგზავნილი ატაშეების როლი კიდევ უფრო გაიზარდა.

შს მინისტრმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში ევროპოლთან გაფორმებული ოპერატიული თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ძალიან მალე ჩვენი პარლამენტი მოახდენს შეთანხმების რატიფიცირებას და თქვენს რიგებს შეემატება მეკავშირე ოფიცერი ევროპოლში, რომელსაც სულ რამდენიმე თვეში წარვგზავნით. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებით, უსაფრთხო არხის მეშვეობით გავცვალოთ მნიშვნელოვანი საპოლიციო და ოპერატიული ინფორმაცია, მონაწილეობა მივიღოთ ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა თითოეულ ატაშეს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42