აფგან მუხტარლის საქმე - ოპოზიცია შს მინისტრს და სუს-ის ხელმძღვანელს პარლამენტში იბარებს
პოლიტიკა - 10:05, 05 Jun, 2017     1477
საპარლამენტო ოპოზიცია შს მინისტრს და სუს-ის ხელმძღვანელს აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში იბარებს.


ევროპული საქართველოში აცხადებენ, რომ მათთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტენ, დაუჭერენ თუ არა მხარს პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს.

„არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი პროკურატურა, რომლის დროსაც გამოუძიებელი საქმეების რაოდენობა ყველა რეკორდს ხსნის, რამეს გამოიძიებს. ვფიქრობ, რომ ჩვენ, ალბათ, უნდა წავიდეთ სხვა გზით. პირადად ჩვენ პირველი ნაბიჯები გადავდგით იქითკენ, რომ ევროპულმა საქართველომ დაიბარა ძალოვანი უწყებების მინისტრები პარლამენტში,“ - აცხადებს სერგო რატიანი.

ნაციონალური მოძრაობა კი ჟურნალისტის საქმეზე გიორგი მღებრიშვილისა და ვახტანგ გომელაურის თანამდებობრივ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

„როგორ უნდა მჯეროდეს ამ ხელისუფლების, როდესაც, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ამ სამარცხვინო გატაცებას. ხელისუფლების ნაწილმა ამაში მონაწილეობა თვითონ მიიღო. თუ ჭკუა აქვთ, ეს დროზე უნდა გამოიძიონ თვითონ და დამნაშავეები დასაჯონ. ამის იმედი, სამწუხაროდ, მე არ მაქვს,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

საპარლამენტო უმრავლესობა კი ოპონენტებს ურჩევს, გამოძიების დასრულებას დაელოდონ.

„არ არსებობს საკითხი, როდესაც ნაციონალური მოძრაობა და ნეონაციონალური მოძრაობა პირს არ შეკრავენ და რაღაც ხალიჩაზე არ ეძახიან სამთავრობო სტრუქტურებს, რათა შეტევა მიიტანონ ახლა უკვე პარლამენტის ფორმატში. ამ თემაზე ძიება აუცილებელია, მაგრამ ახლა, პირველ ეტაპზე, რაც აშკარად იკვეთება, ეს ის არის, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები როგორც მოქმედებდნენ პროფესიონალურად, ისევე მოქმედებენ,“ - აღნიშნავს გია ვოლსკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42