აფგან მუხთარლის გატაცება და მიკაილ კადიევის საქმე - ,,ამ ფაქტს სუბარის, შსს და სუს-ის ხელმძღვანელობის გადადგომა უნდა მოჰყვეს“
პოლიტიკა - 16:06, 04 Jun, 2017     5208
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაში მაღალჩინოსნების შესაძლო მონაწილეობას არ გამორიცხავენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ,,აფხაზთა კრების“ წევრი და ორგანიზაცია ,,დაბრუნების“ ლიდერი მალხაზ პატარაიას თქმით, ამაზე მიუთითებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. პატარაია მიკაილ კადიევის საქმესაც იხსენებს და ამბობს, რომ 2013 წელს ის სწორედ ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს რუსეთისთვის ადასაცემად.

,,ეჭვი არ მეპარება, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებაში ხელისუფლების ხელი ურევია და ეს ძალიან მაღალ დონეზე გადაწყდა. საზოგადოებისათვის ცნობილი ყველა არსებული ინფორმაცია ამაზე მიუთითებს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ასეთი მკაცრი ტონიც.

ეს პირველი შემთხვევა არ არის. უკვე მეოთხე წელია ვიცავთ დაღესტნელ უფლებადამცველს მიკაილ კადიევს. იმ უფლებადამცველთა ჯგუფიდან, რომელიც უმძიმეს პირობებში ლეგალურად საქმიანობდა დაღესტანში, ოთხი რუსეთის ხელისუფლებამ პირდაპირი მნიშვნელობით დახვრიტა. დარჩა მხოლოდ მიკაილ კადიევი, რომელიც არაერთხელ აწამეს, სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს და საქართველოს შეაფარა თავი. 2013 წელს ქართულმა სპეცსამსახურებმა ის ბათუმში გაიტაცეს რუსეთისათვის გადასაცემად, მაგრამ გზიდან გაექცათ. შემდეგ იარაღი და აასაფეთქებელი მასალა ჩაუდეს და ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს. რომელიც იმდენად უსუსური იყო, რომ მოუხსნეს და 2 წელი სრულიად უდანაშაულოდ ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი მხოლოდ იმიტომ, რომ არ გატყდა და არ დაემორჩილა ხელისუფლების მოთხოვნას, ცილი დაეწამებინა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, თითქოს ის ამ უკანასკნელებმა ტერორისტული აქტების მოსაწყობად ჩამოიყვანეს საქართველოში.

მიკაილ კადიევმა საქართველოში თავშესაფარი ითხოვა, მაგრამ მას სოზარ სუბარის უწყება ჯიუტად არ აძლევს თავშესაფარს და რუსეთში ექსტრადიციისათვის ჰყავს განწირული. კადიევს უკვე ორჯერ ეთქვა უარი თავშესაფრის მიცემაზე. პირველი უარი საზოგადოებრივი პროტესტის გამო და სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. მაგრამ ლტოლვილთა სამინისტრომ სასამართლოს მრავალრიცხოვანი სავალდებულო მითითებებების სრული იგნორირებით, ხელახლა ახალი, აბსოლუტურად უკანონო უარი გამოაცხო და საქმე ისევ სასამართლოშია. ამავე დროს, როგორც გავარკვიეთ და ეს სასამართლო პროცესებზეც ითქვა, სამინისტროდან გაჟონა კონფიდენციალურმა ინფორმაციამ მიკაილ კადიევის უფლებადაცვითი საქმიანობის შესახებ, რაც დაღესტანში მისი იქაური მეგობრების ახალი რეპრესიების საფუძველი გახდა.

მინისტრი ჯეჯელავას უკბილო თავისმართლებები საქმეს ვერ უშველის. ამ უაღრესად აღმაშფოთებელ და სამარცხვინო ფაქტს შსს და სუსი-ს და ხელმძღვანელების სასწრაფო გადაგომა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს. იგივე უნდა მოუვიდეს ლტოლვილთა ყველაზე უღირს მინისტრ სუბარსაც, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნილთათვის თავშესაფარზე უარის კონვეირი გახსნა.

ასე იქნებ ცოტათი მაინც ეშველოს ჩვენი ქვეყნის უღრესად შელახულ ავტორიტეტს უცხოეთში და ჩვენს სახელმწიფოს, რომელსაც ეს ვაჟბატონები და მათი ბელადი სრულ ჩამოშლას უპირებენ“ - აცხადებს მალხაზ პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42