„დასავლური საფრთხეების" შესახებ ჩატარებულ ღონისძიებას თსუ განცხადებით ეხმაურება
პოლიტიკა - 14:13, 03 Jun, 2017     2117
ღონისძიება, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და რომლის მთავარი თემაც საქართველოში არსებული „დასავლური საფრთხეები“ იყო სკანდალის მიზეზი გახდა. ღონისძიებაზე დამსწრე პირებმა ანტი დასავლური განცხადებები გააკეთეს და აშშ-ის ელჩი ISIS-თან კავშირში დაადანაშაულეს. აღნიშნულ ღონისძიებას განცხადებით გამოეხმაურა თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტი, როგორც თსუ-ს განცხადებაშია ნათქვამი შეხვედრა არ იყო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული, სამეცნიერო ხასიათის შეხვედრის ჩატარების მიზნით აუდიტორიის გამოყოფის თაობაზე განაცხადში კი აბსოლუტურად სხვა თემატიკა იყო მითითებული:
"საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრების „დასავლური საფრთხეები საქართველოსათვის“ ჩატარების თაობაზე.
აღნიშნული შეხვედრა არ იყო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული. ქალბატონმა დენიზა სუმბაძემ, რომელიც წარსულში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა, თხოვნით მიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციას სამეცნიერო ხასიათის შეხვედრის ჩატარების მიზნით აუდიტორიის გამოყოფის თაობაზე. განაცხადში აბსოლუტურად სხვა თემატიკა იყო მითითებული. მან თვითნებურად ჩაატარა ღონისძიება, რომელიც გასცდა წინასწარ გაცხადებულ თემატიკას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა არ იყო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული და, შესაბამისად, ფაკულტეტის ადმინისტრაცია ვერ აიღებს პასუხისმგებლობას იმ განცხადებებზე, რაც გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42