,,ხელისუფლებამ არ გამოიყენა 48 საათი მტკიცებულებების დასადებად. მთავრობამ სახელმწიფოს ინტერესები დააზიანა“ - შაშკინი მუხთარლის საქმეზე
პოლიტიკა - 14:07, 03 Jun, 2017     2523
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ქართული ხელისუფლების მხრიდან არასახელმწიფოებრივ ნაბიჯად აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებამ და განცხადებებმა, დარტყმის ქვეშ დააყენეს როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ინტერესები.

შაშკინის თქმით, ამ პრობლემას გააჩნია სამი ასპექტი. ერთ არის ადამიანური, მეორე პოლიტიკური და მესამე არის სახელმწიფოებრივი.

,,ბევრს საუბრობენ ადამიანურ და პოლიტიკურ საკითხებზე. მაგრამ ჩვენი მთავრობა ახლა ცდილობს, რომ ეს საკითხი მიაჩუმოს და მოითოხვს საზოგადოებისგან, რომ სახელმწიფოს ინტერესები რომ არ დადგეს დარტყმის ქვეშ, მოდით, ამაზე აღარ ვისაუბროთ. მინდა ვუთხრა მათ, რომ სახელმწიფოებვრივი ინტერესები ამ საკითხს აქვს, მაგრამ ეს ინტერესები დააზიანა არა საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა, არამედ ამ მთავრობამ. მათ ჰგონიათ, რომ პიარი არის ყველაფრის ,,გაპრავების“ საშუალება. ასე არ არის. როგორ შეიძლება შეფუთო სესიაშვილის სიტყვები პიარით? სესიაშვილი არის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ის იერარქიით უტოლდება მინისტრის თანამდებობას. მან განაცხადა, რომ შემოვიდნენ დაქირავებული ადამიანები, გაიტაცეს და წაიყვანეს აზერბაიჯანში. ამას ამბობს არა არასამთავრობოების წარმომადგენელი, არამედ უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ანუ მან დაადანაშაულა აზერბაიჯანული მხარე ჩვენს ტერიტორიაზე მტრულ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. ამას ჰქვია ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორეს მიმართ აგრესიის გამოვლენა. შემდეგ შეცვალეს პოზიცია, გამოვიდა ჯეჯელავა და იძახის, რომ ის იყო არა ჟურნალისტი, არამედ დარაჯი. ასეც რომ იყოს, რა გამოდის დარაჯის გატაცება შეიძლება და ჟურნალისტის არა?! ამის შეფუთვა როგორ შეიძლება ვერ გეტყვით, ეს არის ნონსენსი“ - აცხადებს შაშკინი.

ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ სახელმწიფოებრივი თვალსაზირსით ჩვენ უკვე მივიღეთ სერიოზული პრობლემები და სახელმწიფოებრივი ინტერესები დადგა დარტყმის ქვეშ და მათ შორის აზრბაიჯანისაც.

,,მთელი უბედურება არის ის, რომ ამ სულელური ნაბიჯით ჩვენმა მთავრობამ ორმო ამოვუთხარა არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას არამედ აზერბაიჯანსაც.

საინტერესო პარალელი მინდა გავავლო. ვიცით რაც მოხდა ჩვენს ოფიცერთან დაკავშირებით, როცა ის საზღვარზე გადაუშვეს და შემდეგ უკრაინას ასე ვთქვათ ,,ტენიდნენ“ პრობლემას. ნაცვლად იმისა, რომ პრობლემა ადგილზე მოეგვარებინათ, უკრაინა ხაფანგში გახვიეს და მას მოუწია პოლიტიკური გადაწყვეტლების მიღება, რომ სახლელმწიფიეორბივი ინტერესები არ დაზინაებულიყო“ - აცხადებს შაშკინი.

ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ხელისუფლებას ჰქონდა 48 საათი, რა დროშიც მას შეეძლო დაედო მტკიცებულება ჟურნალისტი გადაადგილების შესახებ, რითაც ის საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხებს გასცემდა.

,,თუ არ შეგიძლია მუშაობა სახელმწიფოებს შორის, ვინმეს მაინც კითხონ, ვისაც აქვს ამის გამოცდილება. ასეთი რამ 21-ე საუკუნეში არ ხდება. როცა ცდილობ ამ იდიოტური სქემის გაპრავებას და ამბობ, რომ თვითონ გადავიდა საზღვარზე, ხომ უნდა იფიქრო, რომ საზოგადოებას კითხვები გაუჩნდება. მათ ჰქონდათ 48 საათი. ამოიღონ კამერების ჩანაწერები, აჩვენონ როგორ გადაადგილდება, მას სავარაუდოდ ტელეფონი ჰქონდა, შეიძლება ანძების მიხედვით გადაამოწმო, მძღოლი ხომ ეყოლებოდა სავარაუდოდ, ფეხით ხომ არ წავიდოდა, შეიძლება მოძებნო მანქანა, ან ადამიანი, ვისაც შეიძლება ენახა ეს ჟურნალსიტი. ეს ყველაფერი არ არის გაკეთებული და მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა, საზოგადოებამ დაუჯეროს სამთავრობო ვერსიას, არის არარელევანტური.

ჩვენ ვიცით, როცა მე-20 საუკუნეში საბჭოთა კავშირმა ჩამოაგდო სამხრეთ კოერის თვითმფრინავი, მაშინ საბჭოთა კავშირი რამდენიმე დღის განმავლობაში უარყოფდა, მაგრამ მაშინაც კი როცა არ არსებობდა ინტერნეტი და სოციალური მედია, მაშინაც კი ვერ დამალეს, რადგან არსებობდნჯენ მოწმეები. ხდღეს ხელისუფლება რომ გქვია, გამოდიხარ და ცდილობ, რომ ჯეჯელავას სიტყვაზე დაუჯეროს საზოგადოებამ და როცა არ სჯერა, ისტერიკაში ვარდები და ამბობს, რომ საზოგადოება აზიანებს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ეს არის უზნეობა. სახელმწიფო ინტერესები, როგორც თავისი ისე აზერბაიჯანის დააზიანა სწორედ ამ მთავრობამ“ - აცხადებს შაშკინი.

როგორ უნდა მოქცეულიყო ქართული მხარე, თუკი აზერბაიჯანის მხრიდან იქნებოდა მოთხოვნა აფგან მუხთარლის გადაცემასთან დაკავშირებით - ამ საკითხზე შაშკინი ამბობს, რომ არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომელიც ასეთ დროს უნდა დაიცვას სახელმწიფომ და არ დააზარალოს არცერთი ქვეყნის ინტერესი.

,,თუ იყო მოთხოვნა აზერბაიჯანის მხრიდან ამ ადამიანის გადაცემაზე. იურიდიული ჭრილიდან შეიძლება ძალიან მარტივად შევხედოთ. ამისთვის არსებობს იურიდიული ნორმები და სახელმწიფოებს შორის არსებობს ურთიერთობა. როგორც ნორმალურ სახელმწიფოს შეეფერება, ჩვენ შეგვეძლო დაგვეკავებინა ეს ადამიანი, მოგვეთხოვა საბუთები და შემდეგ ექსტრადიციაზე გვესაუბრა. სავარაუდოდ სტრასბურგი გააჩერებდა ექსტრადიციას და არ დავაზიანებდით სახელმწიფოს ინტერესებს, მათ შორის არც აზერბაიჯანთან შეიქმნებოდა უხერხულობა და ისტორია დასრულდებოდა კრიზისების გარეშე“ - მიიჩნევს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42