"ეს თემა რამდენიმე მოცემულობისგან შედგება - პირველი არის ის, რომ დღეისთვის არსებობს კონსტიტუცია, რომელიც თანაბარ დაშვებას აკეთებს როგორც უცხოეთის მოქალაქეზე, ისე საქართველოს მოქალაქეზე საკუთრებასთან მიმართებაში, ასევე მიწის მიმართ. ინიციატივა, რომელიც დღეისთვის გახდა სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციის საკითხი, გულისხმობს იმას, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებამდე, არსებული კონსტიტუციის ფარგლებში გააკეთოს მაქსიმუმი, რათა მიღწეული იქნას მთავარი მიზანი. მთავარი მიზანი არის ის, რომ უცხოეთის მოქალაქეებზე აიკრძალოს სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება, ასევე იურიდიული პირებისთვის დაშვება იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები არიან 50%-ზე მეტი წილის მფლობელი. თემა აიწია და შესაძლებელია კონსტიტუციის მიღებამდე დაჩქარდეს გასხვისების პროცესი და ამის დარეგულირებას ემსახურება ეს ახალი ინიციატივა. ჩვენ ამ საკანონმდებლო ინიციატივით გვინდა მაქსიმალურად ავკრძალოთ და შევზღუდოთ უცხოელ ფიზიკურ პირებზე მიწის გასხვისება. რაც შეეხება ახალ კონსტიტუციას, ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ კონსტიტუციამ დააზუსტოს აუცილებლად, თუ ვის ექნება დაშვება მიწის საკუთრებაზე. მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს აუცილებლად საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი გაერთიანება, იურიდიული პირები, რომლის დამფუძნებელთა 50%-ზე მეტი არიან საქართველოს მოქალაქეები, მოხსენიებული იქნება მიწის მფლობელობა როგორც იურიდიულ, ისე სახელმწიფო საკუთრებაში“- განაცხადა კაკულიამ.
მასალის გამოყენების პირობები






