"კარგია, რომ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა"- რას პასუხობს იან კელი რუსი დიპლომატის განცხადებას
პოლიტიკა - 12:37, 03 Jun, 2017     1347
გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ დევნილების შესახებ მიღებულ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდას საქართველოში ამერიკის ელჩი დადებითად აფასებს, იან კელის თქმით აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს ამ რეზოლუციას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას იმისთვის, რომ დევნილებს შესაძლებლობა ჰქონდეთ თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ. აშშ-ის ელჩი ასევე გამოეხმაურა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რუსი დიპლომატის განცხადებას, რომელმაც საქრთველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით დევნილთა მხარდასაჭერი რეზოლუცია გააპროტესტა და აღნიშნა, რომ იგი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. იან კელის განცხადებით მტკიცება, თითქოს გაერო-ს რეზოლუცია რამენაირად ეჭვქვეშ აყენებს ჟენევის მოლაპარაკებებს არასწორია.

"რა თქმა უნდა ძალიან კარგია, რომ ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა. ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ყურადღების გამახვილება იმ სიძნელეებზე, რასაც იძულებით გადაადგილებული პირები აწყდებიან საქართველოში. მათ მოუწიათ საკუთარი საცხოვრებლის დატოვება, სადაც მათი ოჯახები, თაობები ცხოვრობდნენ. ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავუჭიროთ მხარი რეზოლუციას ამ კონფლიქტის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, იმისათვის, რომ დევნილებს ჰქონდეთ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჟენევის ფორმატს, რადგან იგი არის დისკუსიების ძირითადი ადგილი, სადაც მხარეები კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მსჯელობენ. ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს დევნილთა დაბრუნებას სახლებში, ვერ შეუშლის ხელს ამ ფორმატს. შესაბამისად, მტკიცება,თითქოს რეზოლუცია რამენაირად ეჭვქვეშ აყენებს ჟენევის მოლაპარაკებებს, არასწორია და არ ვეთანხმები.“- განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

გაერო-ს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს, რითიც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42