ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს,რომ ხელისუფლებამ გაეროს რეზოლუცია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში უნდა გაააქტიუროს.
“გაეროში მიღებული შედეგი გამოყენებული უნდა იყოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა ლტოლვილებთან დაკავშირებით საკითხი წინ არ მიდის. მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხოს და გაეროს რეზოლუცია გაააქტიუროს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, დევნილების დაბრუნების საკითხი უნდა გახდეს აქტუალური უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.
“ მიღებულია წელსაც რეზოლუცია გაუმჯობესებული შედეგით, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის საკმარის იმისათვის, რომ ჩვენი დევნილების დაბრუნების საკითხი გახდეს აქტუალური უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე,“ - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
2017 წლის 1 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".
მასალის გამოყენების პირობები






