ევროპის საბჭო აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება
პოლიტიკა - 18:31, 02 Jun, 2017     1974
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ევროპის საბჭო ეხმაურება და ოფიციალურ უწყებებზე, აზერბაიჯანელ ჟურნალისტებზე და ადვოკატზე დაყრდნობით მოვლენების ქრონოლოგიას აქვეყნებს:

2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებაზე ინფორმაცია მისმა მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ გაავრცელა. მუსტაფაევამ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ბოლოს მაშინ დაურეკა, როდესაც ის მათი სახლიდან რამდენიმე კვარტლის მოშორებით იმყოფებოდა, მაგრამ საბოლოოდ სახლში არ დაბრუნდა. 30 მაისს საქართველოს პოლიციამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჟურნალისტის ძებნა, მაგრამ შემდგომ, დამოუკიდებელმა აზერბაიჯანულმა სააგენტომ „თურანმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა აფგან მუხთარლი დააკავა. აფგან მუხთარლის ბრალი ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, კონტრაბანდაში და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. აზერბაიჯანის პოლიციის განცხადებით, მას თან ჰქონდა 10,000 ევრო. აფგან მუხთარლიმ აზერბაიჯანი 2015 წელს დატოვა და საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად მას შემდეგ, რაც მის სიცოცხლეს ემუქრებოდნენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კორუფციის ფაქტების გამოძიების გამო. მას ახლა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს“

სტატიაში აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჟურნალისტმა ხადიჟა ისმაილოვამ დაადასტურა, რომ მუხთარლი მისი სახლის ახლოს მდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ის ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, სცემეს. მუხთარლი სერიოზულად დაშავდა. მისმა ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა ჟურნალისტების დაცვის კომიტეტს განუცხადა, რომ „ის ცემეს, მას ცხვირი გაუტეხეს, მას შესაძლოა ნეკნები დაზიანებული აქვს“. ის აზერბაიჯანის საზღვარზე მანქანით, პასპორტის გარეშე გადაიყვანეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42