რაც შეეხება თანამდებობის დატოვებს, საპატრიარქოს იურისტი გადადგომას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ის მოვალეობის შესრულებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. „ნიუპოსტისთვის“ კი საპირისპირო ინფორმაცია ხდება ცნობილი, რომლის მიხედვითაც, საპატრიაქოს სახელით მოსაუბრე ქარჩავა, რომელიც პატრიაქრმა არ მიიღო, პოსტს სავარაუდოდ 15 ივნისამდე დაემშვიდობება, ამის მიზეზი კი მისი არაერთი ხმაურიანი განცხადება გახდა.
იურისტმა კონსტანტინოპოლის პატრიაქი საქართველოს ეკლესიის საქმეებში ჩარევაში ღიად დაადანაშაულა, და საბერძნეთში, პატრიაქრის კურთხევით წარგზავნილი სტუდენტები ლამის ანაფორაში გახვეული აგენტებად შერაცხა, რითაც გარკვეული უხერხულობა შექმნა. მეტიც, გაჩნდა ვარაუდი, რომ საპატრირქოს იურისტი მსოფლიო პატრიაქრისა და ილია მეორეს დაპირისპირების პროვოცირებას შეეცადა.
უფრო კონკრეტულად: ედიშერ ქარჩავამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სასულიერო აკადემიაში „მოკალათებულია“ ჯგუფი, რომელიც არ ცნობს საქართველოს პატრიარქს და არ აღიარებს მას როგორც სულიერ მამას. ქარჩავას განცხადებით ეს ჯგუფი ახდენს წარმატებული სტუდენტების გადაბირებას და განაწყობს ეკლესიის წინააღმდეგ. მისი განცხადებით აღნიშნული ჯგუფი ცდილობს საქართველოს ეკლესია კონსტანტინოპოლის ეკლესიას დაუქვემდებაროს.
სასულიერო აკადემიის პროფესორი, თეიმურაზ ბუაძე, რომელიც ქარჩავამ თავის გამოსვლაში ახსენა „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ „ედიშერ ქარჩავა არა მისი, არამედ საპატრიაქოს დიდი პრობლემაა“.
პროფესორი არ გამორიცხავს, რომ ედიშერ ქარჩავას განცხადებების უკან სხვა ვინმეც იდგეს.
თეიმურაზ ბუაძის თქმით, „საპატრიაქოს იურისტი პატრიარქის სახელით სპეკულაციას ეწევა“.
საპატრიაქოსთან შეუთანხმებელი განცხადებების გაკეთების გამო სასულიერო პირთა და თეოლოგთა ნაწილი ედიშერ ქარჩავას თანამდებობიდან გათავისუფლების მომხრეა და კართაგენის კრების 130 კანონს იშველიებს, რომლის მიხედვითაც თუ სასულიერო პირს მბრალდებლისგან მრავალი ბრალდება ექნება წაყენებული, და პირველი დანაშაული ვერ დაუმტკიცა ამის შემდეგ სხვა ბრალდებებს ძალა აღარ ექნება.
სასულიერო პირები „ნიუპოსტთან“ პირად საუბრისას აცხადებენ, რომ ბოლო დროს ედიშერ ქარჩავამ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა.
მაგალითად, როცა თქვა, რომ ის ე.წ. ციანიდისა და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის შესახებ საპატრიაქროსთან და პირადად პატრიაქთან შეთანხმებით საუბრობდა, ბოლოს კი გაირკვა, რომ საპატრიარქო მისი იურისტის განცხადებებს საერთოდ ემიჯნება.
საპატრიაქოში კიდევ ერთი გაურკვევლობა გამოიწვია, ჭყონდიდის მიტროპოლიტზე გაკეთებულმა განცხადებამ, თავდაპირველ განცხადებაში ქარჩავამ თქვა, რომ მეუფე პეტრეს სურვილი პატრიაქობაა, თუმცა მალევე ეს განცხადება შეცვალა და თქვა, რომ პეტრე ცაავას ჯგუფს პატრიაქის ინსტიტუტის გაუქმება და სინოდალური მმართველობის შემოღება სურს, რითაც თვალსაჩინო გახდა, რომ იურისტი რბილად რომ ვთქვათ, ლოგიკას ვერ გაჰყვა.
იურისტის სკანდალურ განცხადებებს ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახური ანდრია სარია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სასულიერო პირს აინტერესებს: „კითხვები როდესაც გაუჩნდება ვინმეს, ჯერ ამაზე გასცენ პასუხი: საიდან ააქვს ინფორმაცია კონსტანტინეპოლის მსგავსი ჩარევის შესახებ ედიშერ ქარჩავას და ვინ უთხრა? რატომ არის ის დღემდე საპატრიარქოს იურისტი და მისი სახელით სარგებლობს? გამოდის, შორენა დღემდე მაქსიმალურად მართავს ედიშერს და საპატრიარქოს სახელით არცხვენს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას... ავტოკეფალიის გაუქმება უნდა კონსტანტინეპოლს, ეს არის მისი კომენტარი!!! ვინ მოსთხოვს პასუხს საპატრიარქოს სახელით, ბატონ ედიშერს?“.
ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახური ადვოკატს ეკლესიაში განხეთქილების შემოტანის გამო საყვედურობს და აცხადებს: „არ გვსურს რუსულად მეტყველება, გვაცალეთ ქართულად ღვთის დიდება!!!“
„კონსტანტინოპოლის პატრიარქზე ოფიციალურად ამბობს საპატრიარქოს იურისტი ერევა ჩვენს საქმეებში და იქ თავის ,,აგენტებს'' გვიზრდისო... ამის შემდეგ არავინ არ აკეთებს განცხადებას და ისევ უნდა ვუსმინოთ ,,საპატრიარქოს იურისტს''... ეკლესიაში ამაზე დიდი განხეთქილებითი სიტყვა ვინ უნდა შემოაგდოს? რუსეთშიც ვაგზავნით სტუდენტებს და ისინი რატომ არ იხსენიებიან ამ ,,ექსპორტში'' - გეგონება ნივთის სახეობა იყვნენ ეს ბიჭები, ზოგიერთს ვიცნობ და ძალიან კარგები არიან! თუ კონსტანტინეპოლი, მაშინ რუსეთიც ბატონო ედიშერ?!! თუ ქალბატონმა ასე დაგარიგა?? რა მიზანს ემსახურება, ასეთი სიგიჟე? ყბედი არა მხოლოდ თავისი, სხვისი დროის ქურდიცაა, სინამდვილეში ის ფიქრობს ყველაფერი იცის და ერთიღა დარჩა სხვებს ასწავლოს! არ გვსურს რუსულად მეტყველება, გვაცალეთ ქართულად ღვთის დიდება!!!“ - წერს ფეისბუქის გვერდზე მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია.
მასალის გამოყენების პირობები






