„ნულოვანი კონსენსუსით მიღებული კონსტიტუციის პროექტი საფრთხის ქვეშ დააყენებს დემოკრატიულ პროცესებს“- აბაშიშვილი
პოლიტიკა - 15:38, 02 Jun, 2017     1391
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს სახალხო დამცველს შეხვდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე კონსენსუსის რესურსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

“კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ნულოვანი კონსენსუსი. პრაქტიკულად საკონსტიტუციო კომისაში მონაწილე არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, არცერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, არც სახალხო დამცველმა არ დაუჭირა მხარი კონსტიტუციის პროექტს და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ დოკუმენტს, რომელიც შეეხება თითოეული ადამიანის ცხოვრების წესს, ქვეყნის ბედს ისე, რომ მასზე არის მხოლოდ ერთი პარტიის თანხმობა”, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შეუძლებელია, დემოკრატიის პირობებში ასეთი ტიპის დოკუმენტს ეწოდოს კონსტიტუცია, იგი ძალიან შორსაა ლეგიტიმაციისგან.

“მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს საერთო წერტილები იმისა, თუ სად შეიძლება მოხერხდეს კონსენსუსი. ჯერ კიდევ არის ამისი დრო, არ არის საჭირო პროცესის ფორსირება.

ჯერ კიდევ არ არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა და სრულიად გაუგებარია განცხადებები ივნისში ორი მოსმენით კონსტიტუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც დეკლარირებულია განცხადება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უნდა იყოს გათვალისწინებული. ნულოვანი კონსენსუსით ასეთი დოკუმენტის მიღება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს”,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს გააგრძელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42