„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ეს მოთხოვნა აქვს 1921 წლიდან. აქტიურ ფაზაში კი ეს პრობლემა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს შევიდა, ცხადი იყო რომ საქართველო თავის რევანშისტულ განწყობას არ დათმობდა რაც სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის შესაძლოა ტრაგიკულად დასრულებულიყო, რაც პრინციპში ასეც მოხდა. ოსი ხალხის გაერთიანების ინიციატივა ჩემო პოლიტიკური საქმიანობის დროს არ გაჩენილა. ეს იდეა არსებობდა მთელი იმ პერიოდის მანძილზე რაც ისინი გაყოფილები იყვნენ. რაც შეეხება რეფერენდუმს, რა თქმა უნდა მე ვტვლი, რომ ის აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ჩვენ მისი ჩატარების შანსი გვქონდა 2014 წელს თუმცა ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. ახლა კი ყველაფრის კეთება თავიდან უნდა დავიწყოთ. ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს რომ ამ რეფერენდუმმა შედეგი მოგვიტანოს. შეთანხმება, რომ რეფერენდუმი 2017 წელს არჩევნების შემდეგ უნდა ჩატარებულიყო, აქტუალურია. მაგრამ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ ძალებთან და ხელისუფლებასთან კონსულტაციის, მომავლის „საგზაო რუკის“ განსაზღვრის გარეშე რაიმე ნაბიჯის გადადგმა რთული იქნება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, არავინ უარყოფს რეფერენდუმის ჩატარების იდეას, სამხრეთ ოსეთის ხალხს მისი ჩატარება უნდა და ჩვენ ადრე თუ გვიან აქამდეც მივალთ, ამას ვერსად წაუვალთ.“- განაცხადა ბიბილოვმა. მისი თქმით კონსულტაციები საჭიროა სამხრეთ ოსეთის მსგავს არაღიარებულ ქვეყნებთანაც, რომელთანაც „სამხრეთ ოსეთს“ გარკვეული ურთიერთობები აქვს. ბიბილოვის განცხადებით უნდა მოხდეს მათი მოსაზრებების მოსმენაც იმასთან დაკავშირებით, თუ რა ურთიერთობა ექნებათ მათ „სამხრეთ ოსეთთან“ თუ ეს უკანასკნელი რუსეთის შემადგენლობაში იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






