"მთავარი ვიდეოკასეტებით ომი კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა უნდა იყოს"- პრეზიდენტი თორდია-ფარცხალაძის საქმეზე
პოლიტიკა - 12:20, 02 Jun, 2017     1298
საქართველოს პრეზიდენტის თქმით ქვეყანა კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში იმყოფება. აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა გენერალურ აუდიტორთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა თორდია-ფარცხალაძის სკანდალთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოებისგან პასუხი მოითხოვა. მისი თქმით ასეთი ფაქტების გამოუძიებლობა ხელს უშლის როგორც ინსტიტუტების მუშაობას, ასევე ქვეყნის განვითარებასაც:

„უკვე მერამდენედ მიხდება სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა იმ ვითარებაში, როდესაც რაღაც გაუგებრობებთან გვაქვს საქმე. ის რაც მოხდა რამდენიმე კვირის წინ, ამას სჭირდება ძალიან ნათელი და პირდაპირი პასუხი, ჩვენ ვხედავთ ერთი და იგივე ტენდენციას, მოხდება რაღაც პრობლემური, შემდეგ ხდება ამის რაღაცნაირი შეფუთვა, ჩაფარცხვა, გადაპიარება. ამის მერე ვხედვათ იმას, რომ არა მარტო კონკრეტული პრობლემებია პასუხგაუცემელი საზოგადოებაში, არამედ კითხვის ნიშნები ისმის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობასთან დაკავშირებით. დღეს როდესაც გავიდა რამდენიმე კვირა და არანაირი პასუხი არ არსებობს, კომიკური პიარ-ომის გარდა. მე ვკითხულობ, როდემდე უნდა ველოდოთ პასუხებს ამ თემებზე? ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში, სამართალდამცავ სისტემას სადაც მუშაობს, ისევე როგორც აუდიტის სამსახურეში, ასობით კვალიფიციური კადრი, ჩვენ მივეცით მაღალი ლეგიტიმაცია, მივეცით მათ უფლება საზოგადოებას გააცნონ რეალურად რა მოხდა და როგორ მოხდა. ვიდეოკასეტებით ომი კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა უნდა იყოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის იმიჯი, რომელზეც პასუხისმგებლები ვართ პირველ რიგში მოქალაქეებთან და შემდეგ ქვეყნის გარეთ. ძალიან მოთმინებით ველი რაიმე ადეკვატურ შეფასებებს და არა პოლიტიკოსების განცხადებებს გულზე მჯიღის ცემით. მდაბიო პიარ-ომის მაყურებელი მთელი საზოგადოება გახდა. ვიდეოებით ომი საზოგადოებაზე აქცენტის გაკეთებით ხდება. იმედი აქვთ, რომ საზოგადოებაში ვიღაცა იტყვის, რომ მოდით თვალი დავხუჭოთ, რომ ქართულ საზოგადოებას არ ესმის სახელმწიფო და ინსტიტუტი რომ მნიშვნელოვანია და შევა ამ ჭორაობაში და თვალს დახუჭავს ჭორქაობაზე.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42