კოპერფილდს უნდა ვკითხოთ, როგორ შეიძლება თბილისში გაქრეს ადამიანი და ბაქოში აღმოჩნდეს? - პრეზიდენტი ჟურნალისტის საქმეზე
პოლიტიკა - 12:05, 02 Jun, 2017     2397
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ტერიტორიიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის კომენტირებისას თქვა, რომ „დღეს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშ არის“.

მისი თქმით, ისიც და სხვა მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსებიც კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში არიან.

რამდენიმე დღის წინ, თბილისში გაქრა ადამიანი და ბაქოში აღმოჩნდა ეს ადამიანი - მთელ საზოგადოებას ბავშვურ ფოკუსს აჩვენებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს იმიჯი სეიროზული დარტყმის ქვეშ არის და ამის მაგალითებად დაასახელა გენერალურ აუდიტორსა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებული საქმეები.

„რამდენიმე დღის წინ თბილისში გაქრა ადამიანი და ბაქოში აღმოჩნდა. მთელ საზოგადოებას ბავშვურ ფოკუსს აჩვენებ. ვზივართ და უნდა მოვიფიქროთ, როგორ ხდება ასეთი რამ, რომ ადამიანი „ა“ პუნქტში ქრება, „ბ“ პუნქტში ჩნდება. ეს იგივეა, ბავშვს რომ ფოკუსს გაუკეთებენ. არ ვიცი, ვის უნდა ვკითხოთ, კოპერფილდს უნდა ვკითხოთ, თუ ვადაჭკორიას უნდა ვკითხოთ, რანაირად შეიძლება მოხდეს „ა“ პუნქტიდან ადამიანის გაქრობა და „ბ“ პუნქტში გაჩენა. თურმე მშვიდად უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა ამით სახელმწიფოს იმიჯი ილახება. როდესაც გენერალური აუდიტორი გეუბნება, რომ მასზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა თავდასხმა, აქ „ვიდეოკასეტებით“ ომი კი არ უნდა იყოს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა უნდა იყოს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42