განცხადების მიხედვით, უფასო სახელმძღვანელოები გადაეცა 500 000-მდე საჯარო და 4 000-მდე კერძო სკოლის მოსწავლეს. უფასო ტრანსპორტით სარგებლობს 1212 საჯარო სკოლის 66 070-ზე მეტი მოსწავლე. 6786 -მდე სპეციალური საჭიროების მოსწავლეს ემსახურება სპეციალური მასწავლებელი.
"დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 10 ინტეგრირებული კლასი.
ყველა არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეუძლია განათლების მიღება.
განხორციელდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია 1345 სკოლაში აშენდა 13 საჯარო სკოლა.
მიმდინარეობს 10 საჯარო სკოლის მშენებლობა და დაგეგმილია 10 საჯარო სკოლის მშენებლობა.
ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტით.
პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა - 180 776 პირველკლასელს.
7570 მოსწავლე დაჯილდოვდა პორტაბელური კომპიუტერით.
წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცათ 6515 ოქროსა და 4994 ვერცხლის მედალი.
ამოქმედდა საზაფხულო სკოლების პროგრამა.
443-მდე საჯარო სკოლაში ამოქმედდა სამედიცინო კაბინეტი.
პირველად დაიბეჭდა სახელმძღვანელოები ბრაილის შრიფტით.
სმენის პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის მომზადდა ადაპტირებული სახელმძღვანელოები.
ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებულ ბავშვებს მიეწოდებათ განათლების სერვისი იაშვილის კლინიკაში.
2013 წლიდან დღემდე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველ და შემდგომ საფეხურზე ჩაირიცხა 768 შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი.
2015 წლიდან დღემდე ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სკოლაში ჩაირიცხა 100 -ზე მეტი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი, 6 ბენეფიციარი ჩაირიცხა პროფესიულ სასწავლებელში.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, დევნილი, ეთნიკური უმცირესობების და ლინგვისტური პრობლემების მქონე 580 მოზარდი ჩართულია სოციალური ინკლუზიის პროგრამაში.
სარეაბილიტაციო სამუშოები განხორციელდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების 13 სკოლაში, უფასო ავტობუსით სარგებლობს 37 სკოლის 2015 მოსწავლე.
დევნილებისთვის გადაცემულ ბინებში გათვალისწინებულია ბავშვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები პატარებისთვის სისტემატიურად აწყობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.
45 სკოლის 1430 მოსწავლე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ კამპანიებში:
· საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია
· არა ძალადობას
· არა ბიო ნარკოტიკს
· უსაფრთხოების გაკვეთილები
სოლიდარობის ფონდმა 390 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა.
ფონდში გაერთიანებულია 702 საჯარო უწყების, 60 000-ზე მეტი თანამშრომელი, 65 ორგანიზაცია და 53 სტუდენტური გაერთიანება.
ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით 2017 წელს 1303 ბავშვი დაფინანსდა.
მოქმედებს დემოგრაფიული პროგრამა, საქართველოს 7 რეგიონში ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე გაიცემა ფინანსური დახმარება - პროგრამაში უკვე ჩართულია 7258 ბავშვი.
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონის ფარგლებში, ფულადი დახმარება მიიღო 3891 ბავშვმა.
დღის ცენტრების მომსახურებით ყოველთვიურად სარგებლობს 700-მდე შშმ ბავშვი და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი 600-მდე ბავშვი.
ადრეული განვითარების პროგრამით ყოველთვიურად სარგებლობს 600-მდე ბავშვი.
ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით 2017 წელს უკვე დაფინანსდება 6250 კურსი.
მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით 2017 წელს სარგებლობს 170 ბავშვი.
2014 წლიდან მოქმედებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა. კვების ვაუჩერით სარგებლობს 1229 ბავშვი.
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის შემადგენლობაში, ბავშვთა ტუბერკულოზის სამკურნალო განყოფილების ახალი შენობა გაიხსნა.
ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის პირველი საპილოტე სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეების ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამას ახორციელებს.
გარემოსდაცვითი ლექცია-სემინარები მოისმინა 4 974-მა მოსწავლემ.
გარემოსდაცვით საგანმანათლებლო კამპანიებში ჩაერთო 8 000-ზე მეტი მოსწავლე.
დაინერგა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება თბილისისა და ქ.თელავის საბავშვო ბაღებში.
დაცული ტერიტორიების ორგანიზებით გამართულ ეკო-გაკვეთილებში, ეკო-ტურებში და ეკო-ბანაკებში 300 000-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
არასრულწლოვან პატიმართა რეაბილიტაციისთვის ხორციელდება:
· ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამები
· პროფესიული და სახელობო პროგრამები
· ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებები
· სპორტული წრეები
· კულტურული ღონისძიებები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან
· სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლება
დამტკიცდა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი".
მოქმედებს არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამა.
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდულ პროგრამებში ჩაერთო 6500 მოსწავლე.
პარლამენტმა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა.
თბილისში ამოქმედდა მედიაციის სახლი. ფუნქცია - რისკის ქვეშ მყოფი, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამების/პროექტების შეთავაზება;მედიაციის სახლი უკვე 700-ზე მეტ არასრულწლოვანს მოემსახურა.
პროექტი "მე საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისე ვარ" 2016 წლის ივნისიდან დღემდე 132 ბავშვია ჩაერთო.
საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში საქართველოს პირველი რესპუბლიკა მონაწილეობა მიიღო 100ზე მეტი სკოლის 700ზე მეტმა მოსწავლემ.
15 000-მდე ბენეფიციარი ჩაერთო „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" მიერ ორგანიზებულ სპორტულ, შემეცნებით, გასართობ და კულტურულ 40-მდე პროექტში.
მათ შორის:
• პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალი 2017"-ის ფარგლებში: 1. პროექტი - „
• სპორტული დარბაზები და ინტეგრირებული სახელობო წრეები"
• პროექტი - „ჩვენთვის და ჩვენთან ერთად"
• „CYNC - ბიბლიოთეკა"
• „CYNC - სპორტი ბარიერების გარეშე"
• „ლიტერატურული კონკურსი „ჩემი თავგადასავალი"
• კონკურსი დამწყები მხატვრებისათვის"
• ,,ინტელექტის დღე"
• „მომავლის ბანაკი"
• .„საზაფხულო სკოლების" პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად"
ხორციელდება კულტურული პროექტები, კონკურსები და ფესტივალები ბავშვებისათვის:
• კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, თოჯინების თეატრს ახალი შენობა ექნება;
• სახელმწიფო თოჯინების თეატრებს, კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად უფინანსებს სადადგმო და საგასტროლო ხარჯებს.
• დაიწყო მასშტაბური პროექტები სკოლის მოსწავლეებისთვის; „ექსკურსია თეატრებში" და „ექსკურსია მუზეუმებში"
• სახელოვნებო სკოლებს გადაეცა სამხატვრო ინვენტარი.
• მიმდინარეობს პროექტი „ცოცხალი წიგნები".
• ფინანსდება საბავშვო ჟურნალი „დილა".
• ტარდება იაკობ გოგებაშვილის სახელობის, პირველი საბავშვო ლიტერატურული კონკურსი.
• გამოიცა ვაინახური ზღაპრები.
• კინოჩვენებისათვის საჭირო ინვენტარით აღიჭურვა 24 მუნიციპალიტეტი.
• მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტი „კინო სკოლაში" გაიმართა 6854 კინოჩვენება, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 445 სკოლაში.
• ტარდება ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ნიქოზი" - ფესტივალი, ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი" , საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა".
• იმართება პროექტები „შემოსაზღვრე საქართველო" და „მრავალფეროვანი საქართველო".
• მცირედმხედველი და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
• სახელოვნებო სასწავლებლებს გადაეცა მუსიკალური ინსტრუმენტები.
• ტარდება ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი.
• კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, სხვადასხვა სახელოვნებო სასწავლებლის მოსწავლეები და სტუდენტები ყოველწლიურად, მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კონკურსებში, ვორქშოპებში და ა.შ.
პროექტი - „წერილი ჯარისკაცებს" მოსწავლეები წერილებს უგზავნიან ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს.
სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა ტექნოპარკში ოთხ სხვადასხვა მიმართულების შესწავლა დაიწყეს.
მიმდინარეობს პროექტი „სასწავლო კურსები სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის".
ბავშვებში ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ 2012-2017 წლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ:
• 400-მდე შეხვედრა თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლებში;
• ნატოსა და ევროკავშირის 50-მდე საინფორმაციო კუთხის გახსნა სკოლებში;
• 3-თვიანი უფასო კურსი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის;
• 2-წლიანი ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსი დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის;
• საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 100-მდე ბავშვისთვის მოეწყო საინფორმაციო სემინარები და შეხვედრები თბილისში;
• 400-მდე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვისთვის სხვადასხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიება;
• 2500-მდე ბავშვმა ანაკლიის „მომავლის ბანაკის"ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღო;
• კინგსის საერთაშორისო ოლიმპიადის ფარგლებში 20 000 მონაწილეს მიეწოდა ინფორმაცია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ;
• 400-მდე კონკურსი,ვიქტორინა და ინტერაქტიული თამაში ბავშვებისთვის;
• 70-მდე ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებისთვის;
• ექსკურსიები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში და სამხედრო ბაზებზე 1000-მდე ბავშვის მონაწილეობით;
• ლექციათა ციკლის „მე-ევროპელი" ფარგლებში 900 -მა ბავშვმა მიიღო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ;
• პროექტ „ჩართე ახალგაზრდების" ფარგლებში 50 ბავშვმა მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო მონაწილეობა;
• 5000-მდე ბავშვი ჩაერთო ნატოსა და ევროპის დღეების გახსნასთან დაკავშირებულ შემეცნებით ღონისძიებებში;
• პროექტში „ნატო და ევროკავშირი რეგიონებში" 2800 -მდე ბავშვი ჩაერთო მთელი საქართველოს მასშტაბით"- აცხადებენ მთავრობის ადნუბუსტრაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






