კონსტიტუციის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყება კონსტიტუციის ახალ პროექტზე პარლამენტში მსჯელობა.
„საერთო საყოველთაო განხილვა, რომელმაც ჩაიარა ძალიან კარგად, იყო არა ერთი კრიტიკული კითხვა, საზოგადოება არის ძალიან დაინტერესებული და ძალიან აქტიური. შემდეგი ეტაპი არის პარლამენტში განხილვები და კენჭისყრა, თუმცა მანამდე, ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც ივნისის შუა რიცხვებისთვის უნდა იყოს მზად, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საჯაროს განხილვის პროცესს ფარსს უწოდებ ევროპული საქართველო და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კვლავ პლებისციტის ჩატარებას ითხოვს.
„ევროპულმა საქართველომ შეაგროვა 100 ათასზე მეტი ხელმოწერა იმ მოთხოვნით, რომ ჩატარდეს კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტი, რაც იქნება ხალხის ნების რეალური გამოვლენა და არა ის ფარსი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ჩაატარა, როდესაც თავის აქტივისტებთან პატარა დარბაზებში აწყობდა წინასწარ მომზადებული შეკითხვებით შეხვედრებს,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






