ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ივნისის თვეში, ორი მოსმენით, მივიღებთ აბსოლუტურად გამართულ დოკუმენტს
პოლიტიკა - 18:48, 01 Jun, 2017     1369

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი სუბიექტურ ინტერესებზეა მორგებული. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და აყალიბებს დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას.

„არის ძალიან დახვეწილი დოკუმენტი, ამაზე ჩვენ გვექნება ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნა. დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და ყალიბდება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში, განსხვავებით, დღეს მოქმედი კონსტიტუციისგან. ასეთ ვითარებაში საუბარი სუბიექტურ ინტერესებზე მორგების შესახებ ბუნებრივია არის ისეთი რამ, რაც ძალიან ნეგატიურ შეფასებას იმსახურებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვების მთავარი მიზანი საზოგადოების აზრის მოსმენა იყო და კონკრეტულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს კომისია გაიზიარებს, მათ შორის - პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით.
„ბუნებრივია, განხილვის მთავარი მიზანი ის იყო, რომ მოგვესმინა საზოგადოების აზრი და ამის საფუძველზე, გადაგვესინჯა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი. აუცილებლად იქნება გაზიარებული კონკრეტული შენიშვნები და მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე გადაისინჯება დოკუმენტი და ამ სახით მიიღება ეს დოკუმენტი უკვე საქართველოს პარლამენტის მიერ. ეს იყო განხილვის მიზანი, უპრეცედენტოდ ფართო ჩართულობით წარიმართა საყოველთაო-სახალხო განხილვა. არასდროს არ ახსოვს საქართველოს ისტორიას ასეთი ფართო განხილვა, პრაქტიკულად, ყველას ჰქონდა იმის საშუალება, რომ კითხვები დაესვა, საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვა. ეს იყო უპრეცენდენტო მოვლენა, მითუმეტეს, წინა საყოველთაო განხილვების პრაქტიკას, რომელიც გასული წლების განმავლობაში წარიმართებოდა. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ ვამტკიცებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, ეს არის ის ამოცანა, რომელიც ჩვენ დავისახეთ, რომელიც წინა პარლამენტმა ვერ შეასრულა. ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევს ახალი პარლამენტი. ეს იყო ჩვენი ამბიციური გეგმა და ეს ამბიციური გეგმა აუცილებლად იქნება სისრულეში მოყვანილი როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეს მას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასაც, რომლის თანახმად, გიორგი მარგველაშვილი, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის გამართვას გეგმავს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო განხილვებს, პირველ რიგში, საკომიტეტო ფორმატში განიხილება საკონსტიტუციო პროექტი, ასევე, გადავალთ შემდეგ უკვე პლენარულ განხილვებზე. მანამდე შედგება ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა და ამ ყველაფრის საფუძველზე, ჩვენ კიდევ ერთხელ, შევიმუშავებთ ისეთ დოკუმენტს და მივიღებთ ივნისის თვეში ორი მოსმენით ისეთ დოკუმენტს, რომელიც იქნება სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული და რომელიც დაადგენს ძალიან გამართულ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. რაც შეეხება შეხვედრას, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ ამ პროცესში, მთავარია, რომ ერთმანეთში არ ავურიოთ კონსტრუქცია და დესტრუქცია. იქ, სადაც არის დესტრუქცია პროცესი, იქ, სამწუხაროდ, კონსტრუქციული პროცესი ვერ წარიმართება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42