კობახიძის მორიგი ბრალდება მარგველაშვილს- "პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ კამპანიაში იყო ჩართული"
პოლიტიკა - 17:58, 01 Jun, 2017     1560

„ეს არის არასერიოზული განცხადება. სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ მიწევს ამის გამეორება, რომ პრეზიდენტი თავიდანვე, პირველივე დღიდან იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც იყო კომისიის დისკრედიტაცია. ხელის შემშლელი საქმიანობა პირდაპირ წარმოებდა“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვების შესახებ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მან ჯერ კიდევ საყოველთაო-სახალხო განხილვების დაწყებისას განაცხადა იმ სპეციალური შეხვედრის შესახებ, სადაც კონკრეტული დესტრუქციული გეგმის შესახებ შეთანხმდნენ.

„როცა დაიწყო უკვე საყოველთაო-სახალხო განხილვა, მე უკვე ვთქვი, წინასწარ, რომ შედგა სპეციალური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და იმ შეხვედრაზე შეთანხმდა კონკრეტული დესტრუქციული გეგმა. ამის მონაწილე, სამწუხაროდ, იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მაშინ ვამბობდი, რომ კონკრეტული სახით იქნებოდა ეს დესტრუქციული გეგმა განხორციელებული. როგორი იქნებოდა ეს დესტრუქციული გეგმა, ამას ყველა ერთად ვნახავდით და ვიხილეთ კიდეც ამ გეგმის კონკრეტული შედეგები. კონკრეტული დესტრუქციული ნაბიჯები გადაიდგა კონკრეტული პოლიტიკური ძალების და სხვა სუბიექტების მხრიდან და კიდევ ერთხელ, სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერში იყო ჩართული პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. ეს არის ძალიან სამწუხარო დღის წესრიგი, რომლითაც მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის ამოცანა დახვეწილი კონსტიტუციის მიღებაა და ამ ამოცანის შესრულებას პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღის წესრიგი ხელს ვერ შეუშლის.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი, ჩვენი ამოცანა არის, მივიღოთ დახვეწილი კონსტიტუცია, ისეთი კონსტიტუცია, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და რომელიც ხელს შეუწყობს ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის ჩამოყალიბებას.

ბუნებრივია, პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ნეგატიური დღის წესრიგი ჩვენ ამ ამოცანის შესრულებაში ხელს ვერ შეგვიშლის“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42