ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა ასევე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პოლიტიკური დირექტორი, ივო შრამეკი, რომელმაც ისაუბრა ჩეხეთ-საქართველოს მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“, ასევე, ქართული ფოლკლორული სიმღერების შემსრულებელი ჩეხური ჯგუფის „ჰაერი“ მიერ შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები.
მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მიეცათ ქართული კერძების და ალკოჰოლური სასმელების დაგემოვნების საშუალება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, სახელმწიფო უწყებების, კულტურისა და აკადემიური წრეების, ჩეხეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






