მერაბ მალანიამ და ლიტვის შს მინისტრმა „112-ის გმირები“ დააჯილდოვეს
პოლიტიკა - 17:42, 01 Jun, 2017     1354

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტში პროექტის - „112-ის გმირი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 4 მოზარდს „112-ის გმირის“ წოდება მიენიჭა, 16-ს კი მადლობის სიგელი გადაეცა.

„112“-ის პროექტის რჩეული ბავშვები საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეიმუტის მისიუნასიმ, საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ და „112“-ის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა დააჯილდოვეს. ამ ბავშვებმა ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში გონიერება გამოიჩინეს და სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს.

„112-ის გმირის“ წოდება მიენიჭათ: ლუკა ცხვედაძეს (თბილისი), გიორგი ასკილაშვილს (რუსთავი), გიორგი გოზალიშვილს (გორი) და მარიამ ჩხაიძეს (თბილისი).

9 წლის ლუკა ცხვედაძემ „112“-ში უმცროსი ძმის - 2 წლის გაბრიელის დასახმარებლად დარეკა. სანამ უფროსები საკუთარი ძალებით შეუძლოდ გამხდარი გაბრიელის დახმარებას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ლუკამ მიიღო. ბიჭი არ დაიბნა, 112-ზე დარეკა, ოპერატორს სწრაფად მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. დღეს, ლუკას დამსახურებით, პატარა გაბრიელი თავს კარგად გრძნობს.

9 წლის გიორგი ასკილაშვილმაც 112-ზე ძმის დასახმარებლად დარეკა. მისმა უმცროსმა ძმამ თამაშის დროს თავის ტრავმა მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. გიორგიმ მაშინვე 112-ზე დარეკა, ოპერატორთან ყველა წესის დაცვით ითანამშრომლა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.

13 წლის გიორგი გოზალიშვილმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა. მან გორში, ქუჩაში დაკარგულ მოხუც ქალბატონს დახმარება აღმოუჩინა. გიორგიმ „112“-ში დარეკა და ოპერატორს დაკარგული ქალბატონის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ბიჭმა უცნობი ქალბატონი პოლიციის ეკიპაჟის მისვლამდე არ მიატოვა.

11 წლის მარიამი სახლში მარტო იყო, როცა მაღალი სიცხის გამო ცუდად გახდა. მან ამის თაობაზე მშობლებს შეატყობინა, პარალელურად კი, სანამ ისინი შინ დაბრუნდებოდნენ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და 112-ზეც დარეკა. გოგონამ ოპერატორს თავისი მდგომარეობისა და სიმპტომების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაელოდა.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, მოზარდებმა „112“-ის მომავლის ოპერატორებთან“ ერთად შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს და პირადად შეხვდნენ იმ ოპერატორებს, რომლებიც მათ ყველაზე მძიმე წუთებში დაეხმარნენ.

პროექტი „112-ის გმირი“ 2016 წლიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ყოველი წლის 1 ივნისს ჯილდოვდება ყველა ის მოზარდი, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელ შემთხვევებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42