პატიმარს პენიტენციალური სისტემის დროებით დატოვება საფასურის გადაუხდელად შეეძლება
პოლიტიკა - 16:08, 01 Jun, 2017     9092
პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა. „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში ცვლილებები პარლამენტის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა წარადგინა და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომლის შემოღება პენიტენციურ სისტემაში იგეგმება.

კახა კახიშვილის განცხადებით, იქმნება ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც პატიმრებს კონკრეტული პროფესიის დაუფლების, ასევე, დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობა ექნებათ; გათავისუფლებისთვის მომზადების, დაბალი რისკისა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემათ.

ამასთან, საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, იცვლება ტელევიზორით სარგებლობასთან დაკავშირებული წესები; მინისტრის მიერ დადგენილი წესით შესაძლებელი იქნება დაწესებულების დროებით დატოვება საფასურის გადაუხდელად. მანამდე ეს სერვისი ფასიანი იყო; ფართოვდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეების დაცვის გარანტიები; დაწესდება რეგულაციები დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე პირთა ქცევის შესახებ; დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს მიეცემათ უფლება, დაწესებულების დირექტორის ნებართვით იქონიონ მაცივარი; საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისთვის იზრდება სატელეფონო საუბრებით სარგებლობის ოდენობა და ხანგრძლივობა, ასევე, მათ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება მიენიჭებათ; ქალ მსჯავრდებულებს, რომლებსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჰყავთ 3 წლამდე ასაკის შვილი, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, 1 წლის განმავლობაში, უფლება მიეცემათ უქმე და დასვენების დღეებში დაწესებულება დროებით დატოვონ და შვილი მოინახულონ; მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები; სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება; მკაცრდება მსჯავრდებულის მიერ გაქცევის ან სასჯელის მოხდისგან თავის არიდებისთვის გათვალისწინებული სასჯელი; იხვეწება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი; იხვეწება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის გათავისუფლების, ასევე, ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადების და სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმები და სხვა.

მინისტრმა ცვლილებათა პაკეტის წარდგენისას საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების ვადები დააზუსტდა. პაკეტით გათვალისწინებული სიახლეების ნაწილი კანონის გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში, ნაწილი - 2017 წლის 1 სექტემბრიდან და 2018 წლის 1 იანვრიდან. მათ შორის, 2017 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევა 3 წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ დედის მიერ მისი მონახულების წესი; ხოლო 2018 წლის 1 იანვრიდან - გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებასთან დაკავშირებული საკითხები; მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების წესი და პირობები; შინაპატიმრობის დანერგვასთან დაკავშირებული ნორმები.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სესიაზე კახა კახიშვილს და მისი უწყების გუნდს გაწეული მუშაობისა და ნოვაციური მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, მინისტრმა პარლამენტის მიმართ ცვლილებათა პაკეტის სამივე მოსმენით განხილვის პროცესში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით პენიტენციისა და პრობაციის სფეროში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზება უფრო სიღრმისეულად იქნება უზრუნველყოფილი. ამასთან, მისი თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კვლავ განაგრძობს ახალ, რევოლუციურ რეგულაციებზე მუშაობას, რომელსაც ახლო მომავალში წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42