სტრასბურგის მოსამართლებაად მთავრობამ ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე შეარჩია
პოლიტიკა - 16:03, 01 Jun, 2017     3529
საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატი შეარჩია. კანდიდატები იმ ხუთკაციანი სიიდან შეირჩნენ, რომელიც მთავრობას სათათბირო ორგანომ − სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, წარუდგინა.

მთავრობამ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან შემდეგი სამი პირი შეარჩია:

1. ლადო ჭანტურია

2. სოფიო ჯაფარიძე

3. შოთა გეწაძე

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად კონკურსი 21 თებერვალს გამოცხადდა. მოსამართლეობის სურვილი 68 პირმა გამოთქვა. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კონკურსანტების საბუთების საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ უცხოური ენის გამოცდაზე 24 კანდიდატი მიიწვია. მათ უფლება ჰქონდათ, ევროსაბჭოს ორი ოფიციალური ენიდან (ინგლისური, ფრანგული) აერჩიათ ერთ-ერთი და ჩაებარებინათ გამოცდა. ინგლისურ ენაში კანდიდატებისთვის ტესტირება − ბრიტანეთის საბჭომ, ხოლო ფრანგულ ენაში საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა ჩაატარა.

უცხოური ენის ცოდნის დონის შემოწმების შემდეგ გასაუბრების ეტაპზე 24 კანდიდატი გადავიდა, მათგან 23-ს სამთავრობო კომისია ინდივიდუალურად გაესაუბრა. რაც შეეხება ერთ კანდიდატს − გიორგი პაპუაშვილს, ის კონკურსს საკუთარი სურვილით გასაუბრების ეტაპზე გამოეთიშა და წერილობით დაადასტურა, რომ აღარ სურდა კონკურსში მონაწილეობა.

გასაუბრებები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომისიის წევრები თითოეულ კანდიდატს ქულებით აფასებდნენ. კონკურსის დასრულების შემდეგ ქულათა დაჯამების შედეგად 28 მაისს გამოვლინდა ხუთი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. ხუთეულში მოხვდნენ: ლადო ჭანტურია − 5 ქულა, სოფიო ჯაფარიძე − 4.69 ქულა, შოთა გეწაძე − 3.85 ქულა, თამარ ალანია − 3.77 ქულა, ირაკლი დონდოლაძე − 3.69 ქულა. დადგენილი წესის თანახმად, სია გენდერული ნიშნით შედგა.

სამკაციან სიას საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს ივნისში წარუდგენს, საიდანაც ევროპის საბჭო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ერთ-ერთ კანდიდატურას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე შეარჩევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42