„არასამთავრობოებთან შეხვედრების მიზანი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის რესურსის ძიებაა“ -აბაშიშვილი
პოლიტიკა - 15:40, 01 Jun, 2017     1243
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის რესურსის ძიება დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო კომისიამ ისე დაასრულა მუშაობა, რომ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ვერანაირი კონსენსუსი ვერ შედგა და პროექტი ნულოვანი კონსენსუსითაა მიღებული. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები დაიწყო.

„ხვალიდან იგეგმება შეხვედრები უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სახალხო დამცველთან რათა გამოიკვეთოს ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია.

საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიული ჩართულობის მიმართულებით ყოველთვის ემხორობოდა პროცესის გახსნილობას, პროცესში საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების მეტ ჩართულობას.

უამრავი თემაა, რომლებზეც ხელისუფლების გარდა, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები, უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, პოლიტიკური პარტიები გარკვეულწილად თანხმდებიან.

ეს შეეხება როგორც საარჩევნო, სასამართლო სისტემებს, ასევე, უსაფრთხოებას და სწორედ ამ შეხვედრების უმთავრესი მიზანი არის ამ კონსენსუსის რესურსის ძიება, რათა მივიღოთ კონსტიტუციის პროექტი, არა ისეთი, როგორიც ახლა გვაქვს, ანუ ნულოვანი კონსენსუსის მხოლოდ ერთპარტიული გადაწყვეტილების შედეგად ჩამოყალიბებული“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი აბაშიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები: ლაშა ტუღუში, ირმა ბასილაშვილი, თინათინ ბოლქვაძე, ლიკა საჯაია, სოფიო ჭარელი, ელენე ნიჟარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42