იქცევა თუ არა მეუფე პეტრე კანონიკური წესების შესაბამისად, ამას სინოდის სხდომა განიხილავს- აცხადებს რუსთავის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ჟურნალისტებთან საუბარში. მისი თქმით, ეს მაშინ მოხდება, როდესაც სხდომას პატრიარქი დანიშნავს -
”რაც მექნება კითხვები, მეუფე პეტრეს მე თვითონ შევეკითხები პირადად”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ განუცხადა. მანვე აღნიშნა, რომ მეუფე პეტრეს საკითხს, იქცევა თუ არა ის კანონიკური წესების შესაბამისად, სინოდის სხდომა განიხილავს, რომელიც პატრიარქის მიერ ჩაინიშნება.
მეუფე იოანემ საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზეს ისაუბრა: ”მე მისთვის არ დამივალებია, რომ ეგ ეთქვა და სხვის მაგივრად პასუხი როგორ ვაგო? მან აგოს პასუხი თავის ქმედებაზე”, - განაცხადა მეუფემ.
მასალის გამოყენების პირობები






