შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე სიმართლის დადგენა პირველ რიგში სწორედ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებშია. გიორგი მღებრიშვილმა საზოგადოებას და მედიას მოუწოდა გამოძიების დასრულებას დაელოდონ და წინასწარი დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავონ:
„პირველ რიგში, სწორედ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესშია, ამ საქმეზე არავითარი კითხვა არ დარჩეს. გამოძიებით დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები და ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და თავი შევიკავოთ წინასწარი დასკვნების გამოტანისგან. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვსხედვართ კაბინეტებში და არც ჩანაწერები ამოგვიღია, არც არავინ დაგვიკითხავს, ანუ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაგვიტარებია? ყველა საგამოძიებო მოქმედებას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ვერ გამცნობთ დაუყოვნებლივ. უნდა დაელოდოთ გამოძიების დასრულებას. პერიოდულად მოგეწოდებათ ინფორმაცია გამოძიების შედეგებზე.“ - განაცხადა მღებრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






